ვიქტორ მედვედჩუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ მედვედჩუკი
უკრ. Віктор Володимирович Медведчук
2019 Viktor Medvedchuk.jpg
დაბადების თარიღი 7 აგვისტო, 1954(1954-08-07) (68 წლის)
დაბადების ადგილი Pochet
მოქალაქეობა Flag of Ukraine.svg უკრაინა
განათლება Faculty of Law of Taras Shevchenko National University of Kyiv
სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი
მამა Volodymyr Nesterovytch Medvedtchouk
მეუღლე/ები ოკსანა მარჩენკო[1]
ჯილდოები უკრაინის დამსახურებული იურისტი, II ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“, Order of Merit (Ukraine), 1st class, თავად იაროსლავ ბრძენის ორდენი, უკრაინის პრეზიდენტის წარჩინების საპატიო ნიშანი, ორმაგი თეთრი ჯვრის ორდენი[2] , დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის და Order of Prince Yaroslav the Wise, 5th class
Viktor Medvedchuk Signature 2000.png

ვიქტორ ვოლოდიმირის ძე მედვედჩუკი (უკრ. Віктор Володимирович Медведчук; დ. 7 აგვისტო, 1954) — უკრაინელი ადვოკატი, ოლიგარქი და პოლიტიკოსი,[3][4][5] უკრაინის უმაღლესი რადას წევრი 2019 წლის 29 აგვისტოდან. პრო-რუსული უკრაინული ორგანიზაცია „უკრაინული არჩევანის“ თავმჯდომარე და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღდეგე.[6]

1997-2002 წლებში უკრაინის უმაღლესი რადას წევრი. 2002-2005 წლებში ლეონიდ კუჩმას პრეზიდენტობის პერიოდში იყო მისი ოფისის ხელმძღვანელი.[4] ამის შემდეგ ის 2018 წლამდე აღარ ერთვებოდა უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2018 წლის ნოემბერში მედვედჩუკი აირჩიეს პოლიტიკური პარტია „სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ. პარტია მოგვიანებით გაერთიანდა ბლოკში „ოპოზიციური პლატფორმა — სიცოცხლისთვის“.[7] 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 43 მანდატი მოიპოვა.[8] მედვედჩუკი როგორც პარტიული სიის მესამე ნომერი უკრაინის უმაღლესი რადას წევრი გახდა.[8]

2021 წლის 19 თებერვალს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მედვედჩუკი, მეუღლესთან, ოქსანა მარჩენკოსთან ერთად ფინანსური ტერორიზმის ბრალდებით შეიყვანა სანქცირებულთა სიაში.[9] 2021 წლის 11 მაისს უკრაინის პროკურატურამ მას წაუყენა ბრალი სახელმწიფო ღალატსა და ყირიმში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების მცდელობაში (ყირიმის ნახევარკუნძული გაეროს მიერ უკრაინის ტერიტორიადაა აღიარებული, მაგრამ 2014 წლიდან ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ). მედვედჩუკის შინაპატიმრობა 2021 წლის 13 მაისს დაიწყო.[10] 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეოთხე დღეს მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა და მას შემდეგ ძებნაში იყო.[11] 2022 წლის 8 მარტს ჩამოერთვა თანათავმჯდომარის თანამდებობა ბლოკში „ოპოზიციური პლატფორმა — სიცოცხლისთვის“.[12] 2022 წლის 12 აპრილის უკრაინის უსაფრთხების სამსახურმა მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავა.

უკრაინაში მედვედჩუკს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ასახელებენ, რომელსაც მედვედჩუკი მოიხსენიებს როგორც „პირად მეგობარს“ უწოდებს.[13] ზოგიერთი უცხოური წყარო მას უკრაინაში პუტინის უახლოეს მოკავშირესაც უწოდებს.[14] პუტინი მედვედჩუკის უმცროსი ქალიშვილის ნათლიაა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.rudenko.kiev.ua/persons/medvedchuk
  2. https://archiv.prezident.sk/schuster/indexffd5.html?373
  3. Virtual Politics - Faking Democracy in the Post-Soviet World, Andrew Wilson, Yale University Press, 2005, ISBN 0-300-09545-7
  4. 4.0 4.1 Kinstler, Linda. (28 May 2015) The 12 people who ruined Ukraine.
  5. politico
  6. Kremlin-imposed "Ukrainian choice", The Ukrainian Week (3 July 2012).
    Playing opposition, Den (15 August 2013).
    Russia's Plan For Ukraine: Purported Leaked Strategy Document Raises Alarm, Radio Free Europe/Radio Liberty (20 August 2013).
  7. Medvedchuk elected head of political board of Za Zhyttia party.
  8. 8.0 8.1 CEC counts 100 percent of vote in Ukraine's parliamentary elections, Ukrinform (26 July 2019).
    თარგი:In lang Results of the extraordinary elections of the People's Deputies of Ukraine 2019, Ukrayinska Pravda (21 July 2019).
  9. თარგი:In lang Youtube blocked the broadcast of Medvedchuk's channel, Ukrayinska Pravda (5 March 2021)
  10. Court gives permission to detain Kozak, Ukrayinska Pravda (20 May 2021)
  11. „A "golden" car was found in Medvedchuk's possession“. Українська правда (უკრაინული). 13 March 2022. ციტირების თარიღი: 13 March 2022.
  12. თარგი:In lang Boyko became the chairman of the political council of the OPZH. Medvedchuk was deprived of the post of co-chairman, Lb.ua [uk] (8 March 2022)
  13. თარგი:In lang Viktor Medvedchuk: political legalization, Hromadske.TV (7 August 2018).
  14. Stedman, Scott; Bernardini, Matt (30 April 2021). „Giuliani Probe Expands, Ukrainian Ally Under Criminal Investigation: Former Ukrainian politician Andrii Artemenko received a secret payment in 2019 from a television station owned by Putin's closest ally in Ukraine. The FBI is now investigating the Giuliani ally“. Forensic News. ციტირების თარიღი: 22 February 2022.