ვიქტორია ჯუღელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიქტორია ჯუღელი (დ. 6 თებერვალი, 1969, თბილისი) — ქართველი მეცნიერი და ფილოლოგი.

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1997 წელს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი). თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ლაბორანტი. სამაგისტრო დისერტაციის თემა - „The Works of Theodoret of Cyrus according to Georgian Manuscripts“, დაიცვა უნგრეთში 1997 წელს; საკანდიდატო დისერტაციის თემა - „თეოდორიტე კვირელის თხზულებათა ქართული თარგმანები“, დაიცვა 2004 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]