ვიქსის ივერიის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქსის ივერიის მონასტერი
ვიქსის ივერიის მონასტერი — რუსეთი
ვიქსის ივერიის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°19′30″ ჩ. გ. 42°12′25″ ა. გ. / 55.32500° ჩ. გ. 42.20694° ა. გ. / 55.32500; 42.20694
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ვიქსა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5220070000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1864

ვიქსის ივერიის მონასტერი (რუს. Выксунский Иверский монастырь) — მართლმადიდებლური დედათა მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ვიქსაში. დაარსებულია 1864 წელს. ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვიქსის ეპარქიას. საკურთხეველი ნაკურთხია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომავალი მონასტრის ადგილი შეარჩია ბარნაბა გეფსიმანელმა 1863 წლის შემოდგომაზე[2]. 1864 წელს ამ ადგილზე ვაჭრების ფინანსებით ააშენეს სათნოების სახლი 12 ადამიანისათვის[2]. თემი გაიზარდა, ააგეს ახალი შენობები. ბერ ბარნაბას გაუგზავნეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რის შემდეგაც თემს ივერიის ხატის თემი ეწოდა. XX საუკუნის დასაწყისში ხატწერის სახელოსნოში გააკეთეს ორმეტრიანი სია ხატებით[2], რომელიც აღიარებული იყო სასწაულმოქმედად. მამა ბარნაბას შემოწირული ხატი არ შემონახულა[2].

მონასტრის სამრეკლო ააგეს 1876 წელს[3]. მისი სიმაღლე იყო 68 მეტრი. მასზე სულ დაკიდებული იყო 18 ზარი, საერთო მასით 32 ტონა[3]. მათ შორის ყველაზე მძიმე ზარის მასა იყო 17 630 კგ[3]. ზედა იარუსზე განთავსებული იყო საათი ზარით, რომელიც ყოველ 15 წუთში უკრავდა კონკრეტულ მელოდიას. პირველი იარუსის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე განთავსებული იყო ღვთისმშობლის ხატები, რომელიც თუთიის ფურცლებზე იყო დაწერილი[3].

1887 წელს თემი გახდა მესამე კლასის მონასტერი[4]. მონასტრის სამების ეკლესია ააგეს 1895-1903 წლებში, არქიტექტორ პეტრე ვინოგრადოვის პროექტის მიხედვით.

დახურვამდე, ანუ 1919 წლამდე მონასტერი იყო ნიჟნი-ნოვგოროდის მხარეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მისი მონაზვნების რაოდენობა შეადგენდა 1 000 ადამიანს[2]. 1927 წლის ზაფხულში ააფეთქეს სამების ტაძარი და სამრეკლოს ზედა სამი იარუსი. აფეთქების დროს კელიებში ცოცხლად დამარხეს დები, რომლებმაც ვერ შეძლეს მონასტრის დატოვება[4].

მონასტრის დახურვის შემდეგ სასწაულმოქმედი სია დაიკარგა, რომელიც შემვეგში აღმოაჩინეს ვიქსის ქრისტეშობის ტაძრის დარაჯის ოჯახში. ხატი ინახებდა მის ოჯახში ქრისტეს შობის ტაძრის გახსნამდე[2].

აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 26 ოქტომბერს, ივერიის ღვთისმშობლიოს ხატის დღესასწაულზე, დაარეგისტრირეს მრევლი, მის წინამძღვრად დაინიშნა ალექსანდრ კულიკოვი[4]. პირველი ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე[4]. 1993 წლის 25 თებერვალს ივერიის ეკლესიაში აღევლინა პირველი საღვთო ლიტურგია. 1990-იანი წლების ბოლოსკენ დაიწყო მამა ბარნაბას კელიის აღდგენა და ნანგრევებისაგან გაიწმინდა სამების ტაძარი[4].

მონასტერი აღსდგა 1996 წლის ოქტომბერში. 2000 წლის 27 სექტემბერს მთავარეპისკოპოს ნიკოლაი კუპეტოვის კურთხევით ძველი ვაჭართა სასტუმროს შენობაში გადავიდა სასულიერო სასწავლებელი, რომელიც ვიქსაში ჯერ კიდევ 1996 წელს გაიხსნა და განთავსებული იყო იოანე წინასწარმეტყველის ტაძარში[5]. 1997 წლის აღდგომის დღესასწაულზე სასწაულმოქმედი სია დაუბრუნდა მონასტერს[2]. დივეევოს მონასტრის დედაოები დაეხმარნენ ხატის რესტავრირებაში და გააკეთეს ახალი სია[2].

2011 წელს დაიწყო სამების ტაძრის ფუნდამენტის გაწმენდა[6] . ამავე წელს დაიწყეს სამრეკლოს აღდგენითი სამუშაოები[3].

2012 წლის 8 თებერვალს მონასტრის ტერიტორიაზე თვითმფრინავმა მი-8-მ ჩამოიტანა გუმბათი მიძინების ტაძრისათვის. გუმბათი დაამზადეს ქალაქ პერესლავლ-ზალესკიში[7].

2012 წლის 2 აპრილს მიტროპოლიტმა გიორგიმ აღასრულა მიძინების ეკლესიის გუმბათისა და ჯვრის კურთხევა[8]. მიძინების ეკლესიის ინტერიერის მოწყობა ამ პერიოდისათვის უკვე დასრულებული იყო. აღდგენილ სამრეკლოზე ზარები მხოლოდ 1 ივნისს დაკიდეს[9].

2012 წლის ზაფხულში ჩამოყალბდა ვიქსის ეპარქია და გადაწყდა კიდეც სამების ეკლესიის მშენებლობის ფინანსური საკითხი[10]. ვიქსის ეპისკოპოსმა ბარნაბამ 23 ოქტომბერს აკურთხა გუმბათი და ჯვარი. ამავე დღეს გუმბათიც და ჯვარიც დაამონტაჟეს მშენებარე სამრეკლოზე[3].

2016 წლის 9 თებერვალს ეპისკოპოსმა ბარნაბამ ტაძარი აკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე[11].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 26 октября — празднование в честь Иверской иконы Пресвятой Богородицы[მკვდარი ბმული], Нижегородская епархия, 26 октября 2009 года
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Монахиня Антония (Миронова): «Перед нашей иконой происходят многочисленные чудеса» დაარქივებული 2015-07-05 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская епархия, 26 октября 2009 года
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Епископ Варнава освятил купол и крест строящейся колокольни Иверского монастыря[მკვდარი ბმული], Выксунская епархия
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Выксунский Иверский женский монастырь დაარქივებული 2012-06-29 საიტზე Wayback Machine. , Выксунский благочиннический округ
  5. Выксунское духовное училище празднует день памяти своего небесного покровителя დაარქივებული 2015-07-04 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская епархия, 9 октября 2009 года
  6. Архиепископ Георгий совершил Божественную литургию в Выксунском Иверском монастыре (фото). Нижегородская епархия (22 июля 2011 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-09. ციტირების თარიღი: 2011-08-13.
  7. Еремин, Алексей. (2012-02-13) В Выксунский Иверский монастырь доставлен купол для Успенского храма (фото). Нижегородская епархия. ციტირების თარიღი: 2014-10-22.[მკვდარი ბმული]
  8. Митрополит Георгий совершил молебен Пресвятой Богородице в Выксунском Иверском женском монастыре (фото). Нижегородская епархия (2 апреля 2012 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-12. ციტირების თარიღი: 2012-04-03.
  9. Еремин, Алексей. (2 июня 2012 года) На восстанавливаемую колокольню Выксунского Иверского монастыря подняты колокола (фото). Нижегородская митрополия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2012-06-04.
  10. В Выксе прошло совещание о восстановлении Иверского монастыря (фото)[მკვდარი ბმული], Нижегородская митрополия, 5 августа 2012 года
  11. В выксунском Иверском монастыре освящен восстановленный Успенский храм. Нижегородская митрополия (2016-02-10). ციტირების თარიღი: 2016-02-29.