ვირჯინიას კლასის წყალქვეშა ნავები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვირჯინიას კლასის წყალქვეშა ნავები (ასევე: კლასი SSN-774 ) — შემტევი ბირთვული წყალქვეშა ნავების კლასი აშშ-ის საზღვაო ძალების შემადგენლობაში. ვირჯინიას კლასის მოიერიშე წყალქევშა ნევები შეერთებული შტატების საზღვაო ძალების წყალქვეშა ბრძოლის უახლესი პლატფორმა და აერთიანებს უახლეს მიღწევებს სტელს-ტექნოლოგიებში, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და შეიარაღების სისტემების ტექნოლოგიებში.[1][2]

ვირჯინიას კლასის ნავები შექმნილია ფართო სპექტრის ოპერაციების საწარმოებლად ღია ოკეანეს და ლიტორალურ დავალებებში, მაშ შორის წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის. ვირჯიანიას კლასმა, გეგმის მიხედვით, უნდა ჩაანაცვლოს მოძველებული ლოს-ანჯელესის კლასის წყალქვეშა ნავები, რომელთაგან ბევრი მოხსნილია მწყობრიდან.

ვირჯინიას კლასის წყალქვეშა ნავების მიღება დასრულდება 2043 წლისთვის და ნავარაუდებია მათი სამსახური სულ მცირე 2060 წლამდე. ამ კლასის ბოლო უახლესი ნავი მწყობრში უნდა იყოს XXI საუკუნის 70-იან წლებში.[3][4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. History of Ships Named For The State of North Carolina - Battleships NC
  2. Submarine surge: Why the Navy plans 32 new attack subs by 2034 en-US (2019-03-28). წაკითხვის თარიღი: 2019-03-28
  3. Osborn, Kris. (12 February 2014) Navy Considers Future After Virginia-class Subs. Defensetech.org. წაკითხვის თარიღი: 26 April 2015.
  4. Thompson, Loren. (6 May 2014) Five Reasons Virginia-Class Subs Are The Face Of Future Warfare. წაკითხვის თარიღი: 26 April 2015.