ვირტსიარვი
იერსახე
| ვირტსიარვი | |
|---|---|
ვირტსიარვი | |
| კოორდინატები: 58°17′00″ ჩ. გ. 26°02′00″ ა. გ. / 58.28333° ჩ. გ. 26.03333° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 33,7 მ |
| სიგრძე | 35 კმ |
| სიგანე | 15 კმ |
| ფართობი | 266 კმ² |
| მოცულობა | 0,8 კმ³ |
| საშუალო სიღრმე | 2,8 მ |
| მაქსიმალური სიღრმე | 6 მ |
ვირტსიარვი (ესტ. Võrtsjärv) — მტკნარი ტბა ესტონეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან 33,7 მ სიმაღლეზე. ფართობი 266 კმ². ამრიგად წარმოადგენს ფართობით ესტონეთის ტბებს შორის უდიდესს ჩუდ-ფსკოვის ტბის შემდეგ. ესტონეთის უდიდესი შიდა წყალსატევია. საშუალო სიღრმე 2,8, მაქსიმალური სიღრმე 6 მ. ნაპირები მეტწილად დაბალია. წაგრძელებულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და მთავრდება ვიწრო ყურით, რომელსაც ერთვის მდინარე ვიაიკე-ემაიიგი. ვირტსიარვის ჩრდილოეთ ნაწილში სათავე აქვს მდინარე ემაიიგის, რომელიც ჩუდის ტბას ერთვის. ჰაერის ტემპერატურა უდრის 4,9°C. დიდი ხნის განმავლობაში დაფარულია ყინულით.
ვირტსიარვი და მდინარე ემაიიგი სანაოსნოა. განვითარებულია სარეწაო თევზჭერა. ტბის სანაპიროზეა ლიმნოლოგიური სადგური. 1961 წელს ტბასთან შეიქმნა ზოოლოგიური და ბოტანიკური ინსტიტუტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვირტსიარვი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Краткая географическая энциклопедия. Том 1: М., 1960.