შინაარსზე გადასვლა

ვირისტერფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვირისტერფა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tussilago

ვირისტერფა (Tussilago) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა.

შეიცავს მხოლოდ 1 სახეობას - Tussilago farfara. მხოხავფესურიანი ბალახია. აქვს ქეჩისებრ შებუსვილი ღერო (5-25 სმ), რომელიც მოწითალო-მურა ქერქლისებრი ფოთლებითაა დაფარული. ყვავილობს ადრე გაზაფხულზე (ყვავილები ყვითელია), დაყვავილების შემდეგ მწვანე ფესვთანური ფოთლები გამოაქვს.

გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება საქართველოშიც. სახლდება მდინარის პირზე, ხრამების გაშიშვლებულ ნაპირებზე, ტენიან თიხნარ ჩამონაზვავებზე, ზოგჯერ ასარევლიანებს ნათესებს. ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდ ტუსილაგინს, ინულინს. ნაყენს ხმარობენ მედიცინაში ამოსახველებელ საშუალებად. თაფლოვანია.