ვილემ რუბრუკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიიომ რუბრუკის მოგზაურობის მარშრუტი

ვილემ რუბრუკი, გიიომ დე რუბრუკი, ვილემ რუბრუკვისი (დ. 1215 — გ. 1295) — ფრანგი მისიონერი და ელჩი.

გიიომ რუბრუკი საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის დავალებით 1253-1254 წლებში მონღოლეთში გაემართა. ევროპელი მონარქის ელჩს რამდენიმე დავალება ჰქონდა, მათ შორის, მონღოლების ქრისტიანობაზე მოქცევის შესაძლებლობის გარკვევა და ასევე, მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლაში მონღოლების სამხედრო კავშირის დამყარების შესაძლებლობის განხილვა.

რუბრუკმა დაწვრილებით აღწერა თავისი თავგადასავლები წიგნში „მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში“. ეს ნაშრომი შესანიშნავ ისტორიულ და გეოგრაფიულ წყაროს წარმოადგენს. მისი თხზულება ამ თვალსაზრისით უამრავ ახალ ცნობას შეიცავს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კიღურაძე ნ., სანიკიძე გ., გორდეზიანი ლ., ოთხმეზური გ., ფირცხალავა ლ., ისტორია (მოსწავლის წიგნი), თბ., 2012