ვიკიპედია განხილვა:ძველი თავფურცელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს არის ახალი თავფურცლის (მთავარი გვერდი) მაკეტი. გთხოვთ განიხილოთ, რა არის ზედმეტი და რის დამატებას ისურვებდით. თქვენი წინადადებები და მოსაზრებები დატოვეთ აქვე.

ავთანდილ


მოგესალმებით. ძალიან ლამაზი და კარგი თავფურცელი გამოვიდა. მომეწონა. რამდენიმე შენიშვნაა ჩემგან.
1. რახან სხვა ენების ბმულები მარცხენა მხარის კიდეზე ჩამოთვლილია სათაურით "სხვა ენებზე", მგონია, თარგი "ვიკიპედია სხვა ენებზე" არ არის საჭირო.
2. "დაკავშირებულ პროექტებში" ჯობია სურათები იყოს თითო პროექტისა.
3. "სხვა სარჩევებსა და სქემებში" ალბათ "ნებისმიერი გვერდი" არ არის საჭირო იმიტომ, რომ "ნავიგაცია"-ში გვაქვს.
Island 15:09, 9 ივნ 2005 (UTC)

გმადლობთ, ამ შენიშვნებს ვიზიარებ. აქვე აღვნიშნავ, რომ მაკეტის შექმნისას მე მქონდა რამდენიმე სურვილი:

  • პირველი, ესთეტური მხარე - არ მომწონს, რომ ვიკიპედიების უმრავლესობას ძალიან უსახური მთავარი გვერდები აქვს. ეს მაკეტი ალბათ ნაწილობრივ წყვეტს ამ საქმეს.
  • მეორე, დინამიურობა - ამისთვის ჩავამატე ახალი სტატიების სია (თუმცა მე თვითონ კარგად არ მესმის რა პრინციპით შევარჩიოთ ეს სია და რამდენი სტატია უნდა იყო მასში), ვიკიპედიის სიახლენი, ვიკიპედიის სტატისტიკა. ამ ნაწილს დამუშავება სჭირდება.
  • მესამე, აუცილებლობა და საკმარისობა - ჩემი აზრით, მთავარ გვერდზე არ უნდა იყოს ზედმეტი ბმულები. ამ მხრივ ყველაზე მეტი სამუშაო გვაქვს საზოგადოების გვერდებზე, უნდა გამოიყოს პირველი რიგის საკითხები, რომლებიც დარჩება ამ ბლოკში, დანარჩენი გადავა სხვა დონის გვერდზე (როგორც არის დახმარების გვერდები).


  1. თარგი "ვიკიპედია სხვა ენებზე" ამოვიღოთ. ამ ბლოკში რაღაც ინფორმაციის ჩასმა შეიძლება, მოვიფიქროთ.
  2. "დაკავშირებული პროექტების თარგი" გადასაკეთებელია, რა თქმა უნდა.
  3. "ნებისმიერი გვერდი" - ამოვიღოთ.


და კიდევ ერთი საკითხი:

  • ცანგალამ გამოთქვა შენიშვნა გერბთან დაკავშირებით. მე მინდოდა აქ რაიმე ქართული სიმბოლიკა ყოფილიყო, რომელსაც ესთეტური და ამავე დროს საიდენტიფიკაციო დატვირთვა ექნებოდა. შეიძლება ეს იყოს დროშა, საქართველოს გამოსახულება ან სხვა რაიმე.


ავთანდილ 07:00, 10 ივნ 2005 (UTC)


პირველყოვლისა, მოგესალმებით ყველას! ვფიქრობ, ახალი თავფურცელი გაცილებით ჯობია ძველს და ვეთანხმები აზრს, რომ ,,ვიკიპედიის,, სხვაენოვანი რედაქციების ანალოგიური გვერდებისგან გამოირჩევა როგორც ესთეტიური თვალსაზრისით, ისე დინამიურობით. ამასთან, სავსებით ვიზიარებ ცანგალას აზრს გერბთან დაკავშირებით. არ იქნება ცუდი, თუ მასთან ერთად მოთავსდება ეროვნული დროშაც.

აქვე მსურს, ორიოდე სიტყვით შევეხო საკუთრივ ,,ვიკიპედიას,, ზოგადად და, განსაკუთრებით მის ინგლისურ ვერსიას. ჯერ ერთი, ამ "Free Encyclopedia"-ს მესვეურნი მთლიანად არღვევენ ენციკლოპედიური ხასიათის გამოცემებისათვის დადგენილ და საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს, აბსოლუტურად უადგილოდ იშველიებენ რა ,,ობიექტურობისა,, და ,,მიუკერძოებლობის,, პრინციპს. როგორ შეიძლება, რომ პროფესიონალი ავტორის მიერ შექმნილ სტატიაში ,,ძრომიალის,, და სტატიის საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვლის უფლება ჰქონდეს ნებისმიერ დილეტანტს. ჩემი აზრით, ეს დაუშვებელია, ვინაიდან ამ ენციკლოპედიაში გამოქვეყნებულ სტატიებს ეცნობა ძალზედ დიდი მასა მკითხველებისა. მე ძალიან მიჭირს ამ გამოცემას ვუწოდო ენციკლოპედია. ზემოხსენებული ტენდენცია მეტად თვალშისაცემია ,,ვიკიპედიის,, ინგლისურენოვანი რედაქციის სტატიების გაცნობისას. მე პროფესიონალი ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე გახლავართ და არაერთგზის ლამის ინფარქტამდე მიმიყვანა ჭიდაობამ პიროვნებებთან, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვათ, წარმოდგენა არა აქვთ საქართველოს ისტორიაზე. თვალსაჩინოებისთვის საკმარისია ავიღოთ სტატია Bagrationi ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის შესახებ. მიწევს მუდმივი ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ ბაგრატიონები არ არიან სომხური წარმომავლობის (პირიქით, სომეხი ბაგრატუნები წარმოადგენენ ლაზურ-ჭანური მოდგმის ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულოს განშტოებას). კარგი იქნება, თუ ქართულ ვიკიპედიაში გათვალისწინებული იქნება ზემოთქმული.

ლევზურ 06:50, 11 ივნ. 2005 (UTC)


ბატონო ლევან,

პირველ რიგში შეგეხმიანებით მეორე საკითხთან დაკავშირებით. ეს ისტორია ჩემთვის ცნობილია და თქვენი პროტესტის წერილიც მაქვს წაკითხული თავის დროზე. სამწუხაროა რომ ვიკიპედიას არ აქვს მექანიზმი თქვენს მიერ ნახსენები პრობლემისგან თავის დასაცავად. ქართულ ვიკიპედიაში ასეთი შემთხვევა არ გვქონია, რადგან პრაქტიკულად 3-4 კაცი ვმუშაობთ სისტემატურად და ამასთან უშუალო კონტაქტიც გვაქვს ერთმანეთთან. დასაწყისში გვქონდა სერიოზული განხილვები გარკვეულ საკითხებში, მაგრამ შეთანხმებას მივაღწიეთ. როდესაც რედაქტორთა რაოდენობა გაიზრდება, სასურველი იქნება, რომ გარკვეულ სფეროებში უფრო კომპეტენტურ პირებს ამ სფეროში კოორდინატორის ფუნქციის შესრულება ვთხოვოთ და პატივი ვცეთ მის აზრს. მაგრამ ჩემი აზრით, ესენი არ უნდა იყვნენ ანონიმური ავტორები, ვინაიდან ძალიან ძნელია ადამიანთან თანამშრომლობა, რომლის შესახებ არაფერი იცი: სახელი, ასაკი, განათლება, სქესი და ა.შ.

რაც შეეხება გერბს, შენიშვნა იმაში მდგომარეობდა, რომ არც ერთ ვიკიპედიაში ნაციონალური სიმბოლოები არ არის გამოტანილი მთავარ გვერდზე და იქნებ ჩვენც თავი შევიკავოთო. გარკვეულწილად შემიძლია გავიაზირო ეს მოსაზრება, ვინაიდან უცხოელისათვის მას ქართულთან იდენტიფიცირების ფუნქცია ალბათ ვერ ექნება, თუმცა ესთეტური თვალსაზრისით ვერაფერს დაუწუნებ და კარგ ადგილზეა განთავსებული.

ავთანდილ 16:47, 11 ივნ 2005 (UTC)