ვიკიპედია განხილვა:კონკურსი/2015

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვფიქრობ, სტატიის დასახელებების გვერდით მითითებული მომხმარებლები მოსაშორებელია რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. მთავარი და უპირველესი: სტატიის ავტორები მხოლოდ ისინი არ არიან — ვიკიპედიაში მოქმედი ლიცენზიით, ავტორებად განიხილება ყველა ვინც მცირე რედაქტირებით მაინც გააუმჯობესა სტატია. სტატია ჩემი და შენი არაა. რა თქმა უნდა, ისინი ძირითადი ავტორები არიან და, უპირველესად სწორედ მათი დამსახურებაა ასეთი სტატიები, ეს არც დაეკარგებათ, რა თქმა უნდა.
  2. გარდა ამისა, მათ ერთგვარად ვაბრკოლებთ, ხმა მისცენ იმ სტატიას, რომლის გარჩეულებაშიც ყველაზე მეტი იშრომეს! :).
  3. და ბოლოს, შემფასებლების ობიექტურობაზე ახდენს გავლენას — ერთმანეთთან ურთიერთობები მეტნაკლებად განსხვავებული გვაქვს და შეიძლება ამან გამოიწვიოს ის, რომ შევაფასოთ არა სტატია, არამედ ძირითადი ავტორი :). შეგახსენებთ, მომხმარებელთა „კონკურსი“, შედარებით მსუბუქ ფორმებში, საახალწლოდ ცალკე ტარდება ხოლმე. :)).

მე მგონია, რომ გამარჯვებული სტატიის ძირითად ავტორს რომ დავაჯილდოებთ ორდენით, ეს საკმარისია და აქ მითითება ავტორისა ზედმეტია
ვიკიპედია განხილვა:კონკურსი/2014 — იხ. ძველი განხილვა და ხმის მიცემა. ოთხი ხმა ორის წინააღმდეგ: მაშინ, რატომღაც, დემოკრატიის უზოგადესმა პრინციპმა არ იმოქმედა. იქნებ ახლა მაინც გავითვალისწინოთ. ვიღიმი Deu. 19:38, 27 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ბიზანტიის იმპერია[წყაროს რედაქტირება]

ეს სტატია ნამდვილად არაა საუკეთესო დასახელებულებს შორის, ბევრი ხარვეზი აქვს. ვისაც წაკითხული აქვს, მიხვდებოდა. განხილვის გვერდი იხილეთ. Deu. 19:42, 27 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]