ვიკიპედია განხილვა:გვერდების სახელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მეფეები[წყაროს რედაქტირება]

"მეფეებს ფრჩხილებში ვუთითებთ ქვეყანას, მაგ. ლუი XIV (საფრანგეთი), მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს სახელი მრავალმნიშვნელოვანი" — ეს საჭიროა? მე პირადად ზედმეტი მეჩვენება, თუ მრავალმნიშვნელოვანი არ არის, მაგალითად, ვიტორიო ემანუელე I (სარდინია). - Island 05:18, 29 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა. თუ მრავალმნიშვნელოვანი არ არის, ფრჩხილების გამოყენების საჭიროება აღარ დგას. ასე რომ ეს წინადადება ამოსაღებია. – BruTe () 10:47, 26 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმებით, ოღონდ ამოსაღები კი არაა, გადასაკეთებელია: იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე სახელით სხვადასხვა მეფეა ცნობილი, მეფეებს ფრჩხილებში ვუთითებთ ქვეყანას, მაგ. ლუი XIV (საფრანგეთი). Deu. 13:02, 26 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
გმადლობთ გამოხმაურებებისთვის. კიდევ რამდენიმე დღე მოვიცდი და თუ არავინ იქნება წინააღმდეგი, წინადადებას გადავაკეთებ. მერე მეფეების სტატიებსაც მივხედავ. - Island (გ) 04:22, 27 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
Yes check.svg გაკეთდა - Island (გ) 14:22, 3 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მეფეთა სახელებში დინასტიის მითითება[წყაროს რედაქტირება]

ეს გვერდი რომ შეიქმნა ამის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება ამ გვერდს ფაქტობრივად არც განუცდია. დიდი დრო გავიდა, ვიკიპედია დაიხვეწა, ბევრი რამ შეიცვალა, დაზუსტდა. ხომ არ აჯობებს საკუთარი სახელების სექციის მესამე პუნქტმა მცირე რედაქტირება განიცადოს ამ განხილვის საფუძველზე (დინასტიის სახელწოდების სათაურში გამოყენებას ვგულისხმობ)? --JABA 1977 16:44, 6 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

გადაწყვეტილება მაგ განხილვაზე ჯერ მიღებული არაა. Deu. 17:40, 6 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

მერე გადავწყვიტოთ. გვიშლის ვინმე? --JABA 1977 18:13, 6 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]