ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2010/განხილვა:ძიშხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყველაზე პატარა მდინარე მსოფლიოში არის ძიშხა – აქამდე დიდი კონსტანტინესგან ვიცოდი, რომ ის დაიბადა"მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარის პირას, რომელსაც ჰქვია ზანა".[1]

--Zolokin განხილვაწვლილი 13:20, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჯერ ერთი ყველაზე პატარა მდინარეა რეპრუა. და მეორეც ამ სტატიას ვიკიფიცირება და წყარო კი არა წასაშლელი უფრო შეეფერება. — ჯაბა ლაბაძე () 14:19, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ე.ი. დიდი კონსტანტინე ცდებოდა.--Zolokin განხილვაწვლილი 15:12, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიკიციტატა
„მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე“

კონსტანტინე გამსახურდია

ისე, ჩემთვის ცოტა უცნაურია, როცა საერთოდ ყველაზე მოკლე მდინარედ ვასახელებთ რომელიმე კონკრეტულს. ეს გამოგონილი მითები ხომ არაა? ყველაზე მცირე მდინარის განსაზღვრა საერთოდ შესაძლებელია? სად გადის ზღვარი ნაკადულსა და მდინარეს შორის, ან თუნდაც პატარა ბუნებრივ წყაროს შორის? — D.DEU. პასუხი 15:20, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამოგონილი მითი ნამდვილად არაა. მე როცა მასწავლეს გეოგრაფია სახელმძღვანელოში ოფიციალურად იყო აღიარებული რეპრუა მსოფლიოში პატარა მდინარედ (სამწუხაროდ ვერ მიგითიტებთ ზუსტ წყაროს), ხოლო სად გადის ზღვარი წყაროს, ნაკადულსა თუ მდინარეს შორის აქ ამის გარკვევის ადგილი არაა. — ჯაბა ლაბაძე () 15:31, 10 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]