ვიკიპედია:ყავახანა/კონფლიქტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყავახანის ამ ნაწილში გადმოტანილია კონფლიქტების გარჩევის საქმეები.




კონფლიქტების პრობლემა

მოკლედ ალსანდროსა და ლინგვისტუსს შორის ნამდვილი ცივი ომია, არცერთი მხარე არ თმობს პოზიციებს. გადავხედე სხვა ვიკიპედიებში როგორ უკლავდებიან ამ სიტუაციებს, რუსებს აქვთ, სადაც ხდება საჩივრების შეტანა და გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ცოტანი ვართ და 5 კაციანი კომიტეტის არჩევა რთულია. ერთადერთი კანდიდატები ვინც მგონი შეძლებენ არბიტრების ფუნქციების შესრულებას არიან ნათია და ისლანდი, მათ არ აქვთ არავისთან კონფლიქტები, მგონი ვერავინ ვერ დაადანაშაულებს მათ არაკორექტულობაში და მიკერძოებულობაში. მოკლედ, ეგებ რაიმე ორგანო შეგვექმნა, სადაც შეიძლება სარჩელის შეტანა, დავუშვათ ვირაცამ გადაიტანა სტატია. და განხილვაში მეგაბაიტიანი ჩხუბის ნაცვლად კომისიამ მოიძიოს რა და როგორაა მართებულად და გამოიტანოს განაჩენი. ძირითადად შეხლა შემოხლა მგონი ქართული ენის ნიადაგზე ხდება, ხო და ცანგალაც კარგი იქნება ამ სიაში, ენციკლოპედია აქვს :) (ნუ ეს ხუმრობით). რას ფიქრობთ ამაზე?--ტრულალა () 11:56, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ტრულალა, ცუდი აზრი არ არის (ნათია და ისლანდი). ფიქრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ შენი კანდიდატურაც ცუდი არ იქნება. პირდაპირ თქმა გიყვარს, როგორც შენ ამბობ კახურად. ნათიას კი ახლა როგორც ვიცი სხვა პრობლემები აქვს (ქორწილი აქვს). ორივემ (ლინგვისტუს და ალსანდრო) დაივიწყონ, რაც მოხდა. იქნებ ყველაფერი თავიდან დაიწყონ (ვგულისხმობ ვიკიპედიაში მუშაობას და არა კონფლიქტს). ტრულალა როგორც ვგრძნობ შენ ორივე მომხმარებელს დადებითად აფასებ, ვიდრე უარყოფითად. Zangala 12:25, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, შენ შემოგევლე, ძალიან გულუბრყვილო ხარ :) მე არავის ვეომები, უბრალოდ უზრდელ ხალხთან ურთიერთობას თავს ვარიდებ. აქ ამდენი ხანი სწორედ მაგიტომ არ შემოვდივარ. საარბიტრაჟო კომიტეტი ნამდვილად კარგი იდეაა. მიმიმუმ სამი წევრი მაინც უნდა იყოს (კენტი), რომ კენჭისყრისას გადაწყვეტილების მიღება შეძლონ. მათ ფუნქციაში უნდა შევიდეს კონფლიქტის დროს მოწინააღმდეგე მხარეების დროებით დაბლოკვა ან განხილვის გვერდის დროებით დაბლოკვა, რათა სიტუაცია უფრო არ გამწვავდეს. ქართულის ცოდნა-არცოდნა მნიშვნელოვანი არაა, როგორც წესი, კონფლიქტის მიზეზი მომხმარებლის უპატივცემლო მიმართვა ხდება და ძირითადი ყურადღება ამ პრობლემას უნდა დაეთმოს. ისლანდი, ნათია და ტრულალა საუკეთესო კანდიდატებია, კონფლიქტის ისტორია არა აქვთ. - ალ-ო () 17:23, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

არც კი ვიცოდი ვიკიზე ასეთი რამ თუ ხდება...თანაც სულ რარაც 5-6 კაცი ვართ--Gnome 19:26, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჩემი კანდიდატურის მოხსნა მინდა, რადგან ტამოკმა ბრალი დამდო ალსანდროს მხარდაჭერაში. და მართალიცაა ორივეს ვიცნობ და ობიექტურობა მიჭირს. რაც ამ ორ პიროვნებას შეეხება, ალსანდრო ღიად აგრესიას ერიდება (სორი თუ ტერმინი ცუდად ავარჩიე). ადმინისტრატორის არჩევნებში თვალი მოვკარი რომ იგი მზადაა თუ კი ლინგვისტუსი შეცვლის მის მიმართ დამოკიდებულებას. ხოლო ამ უკანასკნელს დღეს ვესაუბრე და მგონი არსად დახევას არ აპირებს. კომიტეტი კი საჭიროა აწი ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. --ტრულალა () 20:26, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

შენიშვნა: ტრულალამ ბრალი დამდო რომ მე მას ბრალი დავდე ალსანდროს მიკერძოებულობაში. ტრულალასთვის ბრალი არ დამიდია. უბრალოდ შეკითხვა დავუსვი და ისიც იმიტომ რომ არჩევნები მიმყავდა. ფორმალური ვალდებულება. არჩევნები კი იმიტომ მიმყავდა რომ სხვა ამას არ აკეთებდა. Dimitri (Tamok) (გ) 00:21, 27 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ვფქირობ ცივ ომს ვერანაირი კომისია ვერ შეაჩერებს :) მაგრამ ამის შეჩერება შესაძლებელია ერთ-ერთ იუზერზე ბანის დადებით, მხოლოდ მას შემდეგ რაც მათი მისამართით გაცემული(მომავალში) პირობები დაირღვევა მათ მიერვე
რაღაც გაიგებარი ქართულით დავწერე, მარა მიხვდებით ალბათ :D--Gnome 23:40, 26 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ბრალი არ დამიდია შენთვის ტამოკ. არჩევნებს რაც შეეხება, ადმინებო არ გეწყინოთ, მაგრამ სიმართლეა - უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებენო, ეგეთი პონტია. ტამოკ არ წახვიდე!!!
ტამოკი აუცილებლად უკან უნდა დაბრუნდეს. ტრულალა, საწყენი აქ არაფერია - როგორც ტრულალამ (ხელმოწერა არ არის) თქვა: უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებენო, ეგეთი პონტია - ამას კი ბოლო უნდა მოეღოს ახალი ადმინისტრატორების არჩევით. ისე, როგორც ტრულალამ თქვა, თუ ავიტანთ მის კახურს - აქედან გამომდინარე ესეც ასატანია :). ალსანდრო, ომზე სიტყვა არ დამიძრავს - ჩემი დიდი სურვილია ერთხელ და სამუდამოდ თქვენს შორის დაძაბულ ურთიერთობას ბოლო მოეღოს. Zangala 18:22, 28 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]