ვიკიპედია:ნატახტარი/საკონკურსო/20110222093123/

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
"ლუდის ისტორია"

ირაკლი გელაშვილი

ლუდი, მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელი, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს; ღებულობენ ქერის ალაოს,სვიისა და წყლისაგან მიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით. ზოგიერთი ხარისხის ლუდის მისაღებად ქერის ალაოს ნაწილობრივ ცვლიან ბრინჯის, სიმინდის ან ქერის ფხვნილით, აგრეთვე შაქრით. ლუსის მიღების ტექნოლოგიური პროცესის ძირითადი სტადიებია: ქერის, ალაოსა და ლუდის ტკბილის დუღილი ლუდის საფუვრით; დადუღება (დამწიფება); გაფილტვრა და ჩამოსხმა. ალაოს მისაღებად ქერს წმენდენ, ახარისხებენ, ალბობენ, აღივებენ. შემდეგ მწვანე ალაოს აშრობენ, აცლიან ღივებს და აყოვნებენ. ლუდის ტკბილის მისაღებად ალაოს აპრიალებენ, აქუცმაცებენ და წყალში ურევენ, მიღებულ მასალაში განსაზღვრულ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ფერმენტაციული პროცესები, რომელთაგან ძირითადია სახამებლის დაშაქრება, რომლის დამთავრების შემდეგ მასალას ფილტრავენ და გამჭვირვალე ტკბილის სვიასთან ადუღებენ საჭირო სიმკვრივის ნარევის მიღებამდე. შემდეგ ტკბილს აცლიან სვიას, წმენდენ და აცივებენ. ტკბილს ადუღებენ ლუდის სპეციალური საფუვრით. სადუღარ აპარატებში (ტემპერატურა 5-9°C, დროის ხანგრძლივობა -7-8 დღე-ღღამე), რის შედეგად მიიღება მჭვანე ლუდი, რომელსაც დასადუღებლად და დასამწიფებლად გადიტანენ დახურულ ცილინდრულ ჭურჭელში, ე.წ. ტანკში (დროის ხანგრძლივობა 21-90 დღე-ღამე, ტემპერატურა 0-2°C). აქ ლუდი გაჯერდება ნახშირორჟანგით, იწმინდება და იღებს საჭირო გემოს. საბოლოოდ ლუდს ფილტრავენ, შემდეგ კი ჩამოასხამენ.

ლუდი უძველესი სასმელია,მას დაახლოებით 8000 წლის წინ ამზადებდნენ ძველ ეგვიპტეში,მესოპოტამიაში,ასურეთში.მაგრამ ძველ ეგვიპტეში ლუდი მდაბიოთა სასმელი იყო.ნადიმზე არჩინებულები ღვინოს,დაბალი ფენის წარმომადგენლები კი ლუდს სვავდნენ.ლუდი "დაფასება" ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისთანავე დაიწყო.ლუდის გავრცელებას ევროპაში ხელი შეუწყეს გერმანულმა,სლავურმა და კელტურმა ტომებმა,რომლებიც აქტიურად ამზადებდნენ ლუდს.

შუა საუკუნეების ევროპაში, პივის კულტურის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა მონასტრებმა, ბერებმა დახვეწეს ლუდის ხარშვის ტექნოლოგია, დაიწყეს სვიის დამატება კოსნეტვანტის სახით. პირველი ცნობები სვიის დამატების შესახებ, გვხდება VII საუკუნის გერმანულ სამონასტრო ქრონიკებში... ლუდის ყველაზე დიდი ბაზრებია ჩინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, რუსეთში და ბრაზილიაში. ერთ სულ მოსახლეზე ლუდის დალევის მხრივ კი აბსოლუტური რეკორდსმენი ჩეხეთია, სადაც წლის განმავლობაში, საშუალოდ მცხოვრები 161.2 ლიტრ ლუდს მიირთმევს...

ლუდის ყველაზე დიდი ბაზრებია ჩინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, რუსეთში და ბრაზილიაში. ერთ სულ მოსახლეზე ლუდის დალევის მხრივ კი აბსოლუტური რეკორდსმენი ჩეხეთია, სადაც წლის განმავლობაში, საშუალოდ მცხოვრები 161.2 ლიტრ ლუდს მიირთმევს...

1)გამოყენებული წყაროები:http://www.facebook.com/note.php?note_id=326904826898–ლუდის ისტორია.

2)ი.ა.ზაიცევი:" 10 способов изготовления пива в домашних условиях"

3)ალექსანდრე ჭელიძე "მისი აღმატებულება ლუდი" (რედაქტორი ირაკლი ბოლქვაძე–თბილისი–1999წ.)