ვიკიპედია:მართლზომიერი გამოყენება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Blue check.png ეს გვერდი წარმოადგენს ვიკიპედიის რედაქტორის სახელმძღვანელოს ნაწილს. მასზე შეთანხმება არსებობს რედაქტორებს შორის და ის ითვლება სტანდარტად, რომელიც ყველა მომხმარებელმა უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები კონსენსუსს არ უნდა არღვევდეს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ მოათავსეთ განხილვის გვერდზე.
მალხმობა:
ვპ:მაგა

ფონდ ვიკიმედიის 2007 წლის 23 მარტის სალიცენზიო პოლიტიკის განმსაზღვრელი რეზოლუციის შესაბამისად, ეს დოკუმენტი არის საგამონაკლისო დოქტრინალური პოლიტიკა და მისი განხორციელება სავალდებულოა ქართული ვიკიპედიისთვის.

მართლზომიერი გამოყენების დარგში ვიკიპედიის მთავარი ამოცანა არის თავისუფალი შინაარსის შექმნა და გავრცელება, რომლის გამოყენება შეუძლია ყველას, ნებისმიერი მიზნით. რა თქმა უნდა ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია არათავისუფალი ფაილების სრული აკრძალვით, მაგრამ ეს ეწინააღდეგება ვიკიპედიის მთავარ ამოცანას - ხარისხიანი ენციკლოპედიის შექმნას. ამიტომ, აუცილებელია გარკვეული რაოდენობის არათავისუფალი მასალების გამოყენება კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე. კრიტერიუმების შესაბამისი არათავისუფალი ფაილების გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს მართლზომიერების დოქტრინას და უნდა არიდებდეს ენციკლოპედიას შესაძლო სამართლებრივ პრობლემებს.

შესავალი[წყაროს რედაქტირება]

  • ვიკიპედიის მთავარი მისიის - ხარისხიანი ენციკლოპედიის იდეის აღსრულების - მხარდაჭერა, რომელიც ყველასთვის თავისუფლად იქნება ხელმწისაწვდომი.
  • შესაძლო სამართლებრივი პრობლემების მინიმუმადე დაყვანა აშშ-ში არსებული მართლზომიერი გამოყენების დოქტრინის კიდევ უფრო დავიწროების გზით.[1]
  • არათავისუფალი ფაილების მართლზომიერი გამოყენების მხარდაჭერა ხარისხიანი ენციკლოპედიის შექმნის მიზნით.

დოქტრინა[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედიაში არათავისუფალი მასალის გამოყენებისთვის უნდა სრულდებოდეს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნა:

  1. არ არსებობს თავისუფალი ვერსია - არათავისუფალი მასალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ენციკლოპედიური მნიშვნელობის მქონე თავისუფალი ანალოგი მიუწვდომელია ან მისი შექმნა შეუძლებელია.
  2. კომერციული ფასეულობის შენახვა -არათავისუფალი მასალა არ უნდა იყოს ისე გამოყენებული, რომ ლახავდეს ან ანაცვლებდეს ორიგინალი მასალის კომერციულ საბაზრო ფასეულობას.
  3. მინიმალური გამოყენება
    1. რაოდენობის მინიმიზაცია - არათავისუფალი მასალა არ უნდა იყოს გამოყენებული მრავალჯერ იქ, სადაც მისი ერთჯერადი გამოყენება ეკვივალენტური აკადემიური მნიშვნელობის შემცვლელი იქნება.
    2. სარგებლობის მინიმიზაცია - არათავისუფალი მასალა არ უნდა გამოიყენებოდეს მთლიანად მაშინ, როდესაც მისი ნაწილის გამოყენება საკმრისია. აუცილებელია გამოვიყენოთ მასალა შემცირებული ხარისხით (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ორიგინალის გამოყენება შესაძლებელია რეპროდუქციისა და შესაძლო სამართლებრივი გართულებების გამო).
  4. არათავისუფალი ფაილი უნდა აღწერდეს სტატიის ძირითად თემას ან აღწერდეს მის მნიშნველოვან პუნქტის/სექციას და არ უნდა იყოს გამოყენებული დეკორაციული მიზნებით (სიებში, გალერეებში, ინტერფეისის ელემენტებში და მისთ.)
  1. წინარე პუბლიკაციები. არათავისუფალი მასალა ვიკიპედიაში გმაოყენებამდე უნდა იყოს წინასწარ გამოქვეყნებული და გადამოწმებადი.
  2. შინაარსი არათავისუფალი მასალა უნდა ექვემდებარებოდეს საბაზისო ენციკლოპედიურობის კრიტერიუმს.
  3. ერთი სტატიის მინიმუმი არათავისუფალი მასალა უნდა იყოს გამოყენებული მინიმუმ 1 სტატიაში.
  4. კონტექსტუალური მნიშვნელობა არათავისუფალი მასალის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენება მნიშვნელოვნად გაზრდის მკითხველი მიერ სტატიის შინაარსის გააზრების ხარისხს, ხოლო არგამოყენება შეამცირებს ამ გააზრების შესაძლებლობას.
  5. გამოყენების შეზღუდვა არათავისუფალი ფაილის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სტატიების სახელთა სივრცეში.
  6. ფაილის აღწერა არათავისუფალი ფაილის აღწერის გვერდი აუცილებლად უნდა მოიცავდეს სრულად შევსებულ თარგს {{არათავისუფალი ფაილი}} და {{არათავისუფალი ფაილი/სგდ}}[2] [3].

საქართველოს კანონმდებლობა[წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედია, ფონდ ვიკიმედიის სხვა პროექტების მსგავსად, ექვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის კანონმდებლობას, საქართველოს სამართებრივი სივრცე ასევე აღიარებს გარკვეულ შემთხვევაში არათავისუფალ სამართლიან და მართლზომიერ გამოყენებას:

მუხლი 23[წყაროს რედაქტირება]

საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, თავი III - ქონებრივი უფლებების შეზღუდვა, მუხლი 23.

ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ავ­ტო­რის თან­ხმო­ბისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გა­რე­შე და­შ­ვე­ბუ­ლია ავ­ტო­რის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბის სხვა მფლო­ბე­ლის თან­ხმო­ბი­სა და მის­თვის სა­ავ­ტო­რო ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, მაგრამ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ავ­ტო­რისა და და­სეს­ხე­ბის წყა­როს აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­თი­თე­ბით:

  • ა) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით;
  • ბ) მართლზომიერად გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო- და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო- და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით;

მუხლი 51[წყაროს რედაქტირება]

ასევე VI თავის - მომიჯნავე უფლებები - მუხლი 51: მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბა­თა ობი­ექ­ტე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა

1.) ამ კანონით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლებათა შეზღუდვები ხელს არ უშლის შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს.

2.) დაშ­ვე­ბუ­ლია შეს­რუ­ლე­ბის, ფო­ნოგ­რა­მის, ვი­დე­ოგ­რა­მის, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მისა და მა­თი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შემ­სრუ­ლებ­ლის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლისა და მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თან­ხმო­ბი­სა და მათ­თვის ჰონორარის გა­დახ­დის გა­რე­შე, შემ­დეგ შემ­თხვე­ვებ­ში:

  • ა) შეს­რუ­ლე­ბი­დან, ფო­ნოგ­რა­მი­დან, ვი­დე­ოგ­რა­მი­დან, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მი­დან ცი­ტი­რე­ბისას, სა­მეც­ნი­ე­რო, კვლე­ვი­თი, პო­ლე­მი­კუ­რი, კრი­ტი­კუ­ლი და სა­ინ­ფორ­მა­ციო მიზ­ნე­ბი­სათ­ვის – მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზ­ნით;
  • ბ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკ­ლე ნაწ­ყვე­ტე­ბის ილუს­ტრა­ცი­ის სა­ხით გამოყენებისას სწავ­ლე­ბი­სათვის ან მეც­ნი­ე­რუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი­სათვის – მხოლოდ იმ მო­ცუ­ლო­ბით, რომელიც განსაზღვრულია და­სა­ხუ­ლი მიზ­ნით;
  • გ) შეს­რუ­ლე­ბი­დან, ფო­ნოგ­რა­მი­დან, ვი­დე­ოგ­რა­მი­დან, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მი­დან მოკ­ლე ნაწ­ყვე­ტე­ბის ჩარ­თვი­სას მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნა­თა მი­მო­ხილ­ვა­ში.

3.) დაშ­ვე­ბუ­ლია ფი­ზი­კურ პირ­თა მი­ერ შეს­რუ­ლე­ბის, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გა­და­ცე­მისა და მა­თი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, აგ­რეთ­ვე პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბისათვის ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა შემ­სრუ­ლებ­ლის, მა­უწ­ყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ფო­ნოგ­რა­მის ან ვი­დე­ოგ­რა­მის და­მამ­ზა­დებ­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ასე­თი რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა ამ კანონის 21-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჰონორარის გა­დახ­დის პი­რო­ბით.

4.) მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტის ამ კანონით გათვალისწინებული რეპროდუცირების უფლება არ ვრცელდება დროებით ასლზე.

სქოლიო[წყაროს რედაქტირება]

  1. მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედია, ფონდ ვიკიმედიის სხვა პროექტების მსგავსად, ექვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის კანონმდებლობას, საქართველოს სამართლებრივი სივრცე ასევე აღიარებს გარკვეულ შემთხვევაში არათავისუფალ, სამართლიან და მართლზომიერ გამოყენებას. დაწვრილებით იხ. ვიკიპედია:არათავისუფალი გამოყენების კრიტერიუმები#საქართველოს კანონმდებლობა
  2. შენიშვნა 1: შესაძლებელია ასევე {{არათავისუფალი ფაილი}}-ის შემცვლელების გამოყენება, მაგ. {{ლოგო}}, თუმცა აუცილებელია {{არათავისუფალი ფაილი}} და {{არათავისუფალი ფაილი/სგდ}}-ის ყველა ველის შევსება.
  3. შენიშვნა 2: ეს მოთხოვნა არ ვრცელდება 2019 წლამდე ატვირთულ ფაილებზე, რომელთა კონვერტაცია ახალ სტანდარტზე, ქართული ვიკიპედიის რესურსების სიმწირიდან გამომდინარე, დიდ დროსთან არის დაკავშირებული, ხოლო ფაილების მასობრივი წაშლა დააზიანებს ენციკლოპედიის შექმნის მიზანს.