ვიკიპედია:კოდექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემოთ წარმოდგენილია ვიკიპედიის ძირითად პრინციპებზე დაფუძნებული კოდექსი, რომელიც წარმოადგენს ვიკიპედიის წესების მთავარ კრებულს. ვიკიპედიაში ყველა ქმედება უნდა ეფუძნებოდეს სწორედ ამ კოდექსს, მისი დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრატორმა უნდა იმოქმედოს მხოლოდ ამ კოდექსში აღწერილი პროცედურით. კოდექსი წარმოადგენს ვიკიპედიის უმთავრეს საკანონო ბაზას, მასში შეცვლის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ კონსენსუსით. კოდექსში დამატებების შეტანა ხდება უმრავლესობის გადაწყვეტილებით.


ნაწილი I. ზოგადი დებულებები[წყაროს რედაქტირება]

კოდექსში წარმოდგენილია ვიკიპედიის წესები და მათი დარღცევის შემთხვევაში გათვალისწინებული პრობაციული ზომები. ზომები გამოსახულნი არიან სპეციალურ დაფაზე. თითოეულ მომხმარებელს კეთილის მოლოდინის პრინციპიდან გამომდინარე აქვს შვიდი დარღვევის უფლება, თუმცა. ზოგი დარღვევა ითვალისწნებს ნაკლები დარღვევის შესაძლებლობას. დაფაზე წარმოდგენილია შვიდი დარღვევის შემთხვევაში მოქმედების გეგმა. შესაძლებელია, ზოგ დარღვევაზე იყოს გათვალისწინებული უფრო ნაკლები ან განსხვავებული პრობაციული ზომები.

 ვადა   1 საათი   1 დღე   3 დღე   1 კვირა   1 თვე   1 წელი   1 უვადო 

ზემოთ წარმოდგენილი ცხრილის თანახმად, პირველი დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი დაიბლოკება 1 საათით, მეორის - 1 დღით, მესამის - 3 დღით, მეოთხის - 1 კვირით, მეხუთის - 1 თვით, მეექსვსის - 1 წლით, ხოლო მეშვიდესი - უვადოდ.

ნაწილი II. ყოფაქცევა[წყაროს რედაქტირება]

წესთა კრებული, რომელსაც ემორჩილება ყველა მომხმარებელი სტატიების რედაქტირების, განხილვაში მონაწილეობის მიღების ან ვიკიპედიაში ნებისმიერი სხვა საქმიანობის ჩატარების დროს. არაეთიკური ქცევის ორი სიტყვით დახასიათება შეიძლება ასე - პიროვნებებზე გადასვლას, რომელიც ქმნის კონფლიქტურ ატმოსფერას პროექტში და ხელს უშლის მომხმარებელთა ჩვეულებრივ ურთიერთობას. ვიკიპედიაში მოქცევის წესები მოითხოვენ მომხმარებელთა ეთიკურ ურთიერთობას.

ეთიკური ქცევის დარღვევა[წყაროს რედაქტირება]

  • საუბრის უხეში, აგრესიული სტილი («ვაფშემც არ მაინტერესებს, შენ ამაზე რას ფიქრობ»).
  • ტენდენციურობა, ოპონენტებზე "იარლიყების" მიწეპება («ნაციონალისტი», «სტალინისტი» და ა.შ.).
  • მენთორული ან პროვოკაციული ტონი კომენტარებისას («სისულელე წავშალე», «ნაგავი მოვაშორე»).
  • მომხმარებელზე შეტევა მის მიერ ორთოგრაფიული ან გრამატიკული შეცდომების დაშვების გამო (რა თქმა უნდა, თუ მომხმარებელს განგება არ შეაქვს შეცდომების მქონე ინფორმაცია ვიკიპედიის დისკრიდიტირების ან სხვა ბოროტი მიზნის მისაღწევად).
  • შეუსაბამო დადანაშაულება ვიკიპედიის წესებისა და ნორმების დარღვევაში.
  • შეტყობინებები, რომლებიც შეიცავენ ამგვარი ტიპის ტექსტს - «არ მსურს თქვენი დადანაშაულება, მაგრამ...», «არ მინდა ამის თქვენზე თქმა, მაგრამ…» და მისთ..
  • ფალსიფიკაცია და ფაქტებით მანიპულაცია ბოროტი მიზნის მისაღწევად


 ვადა   1 საათი   1 დღე   3 დღე   1 კვირა   1 თვე   1 წელი   1 უვადო