შინაარსზე გადასვლა

ვეტივერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვეტივერია
სამეცნიერო სახელი
Vetiveria

ვეტივერია (ლათ. Vetiveria) — მრავალწლოვან მარცვლოვანთა გვარი. დაახლოებით 10 სახეობაა. გვხვდება აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ცხელ ქვეყნებში.

პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს Vetiveria zizaniodes-ს, რომელიც ველურად იზრდება ინდოსტანში, ინდოჩინეთში, ცეილონზე. აფხაზეთში და აჭარაში მოჰყავთ ერთწლოვან კულტურად. ვეტივერიას ფესვი შეიცავს სურნელოვან ეთეროვან ხეთს, რომელსაც იყენებენ საპარფიუმერიო მრეწველობაში. სოხუმის ეთერზეთოვანი კულტურების საცდელ სადგურში კლონური სელექციით გამოყვანილია ვეტიმერიას კლონი № 11, რომელიც გამოირჩევა ეთეროვანი ზეთის მაღალი შემცველობით (ჰაერმშრალ ფესვებში 3,4-4%-მდე) და კარგი საპარფიუმერიო თვისებებით.