ვერხნი-მიტიაკინის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერხნი-მიტიაკინის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
ვერხნი-მიტიაკინის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ვერხნი-მიტიაკინი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) პეტრე სტუდენიკინი
თარიღდება 2010
დეტალები
მასალა ხე
Images.png გარე სურათები
Image-silk.png ეკლესიის საერთო ხედი
Image-silk.png ეკლესიაში შესასვლელი


ვერხნი-მიტიაკინის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Богослова) — მართლმადიდებლური ეკლესია ტარასოვის რაიონის ხუტორ ვერხნი-მიტიაკინში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აგებულია 2010 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუტორ ვერხნი-მიტიაკინში ეკლესია პირველად ააგეს 1886 წელს დონელი არქიტექტორის პეტრე სტუდენიკინის პროექტის მიხედვით[2]. ეკლესია ემსახურებოდა როგორც ვერხნი-მიტიაკინს ასევე ახლომდებარე ხუტორებსაც. ეკლესია იყო ხის და დახურული იყო ყავარით. ეს იყო ჩვეულებრივი ოთკუთხა ტრადიციული რუსული ნაგებობა, რომელსაც ჰქონდა ორფერდა სახურავი, საკურთხეველი და სატრაპეზო.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1930-იან წლებში, ეკლესია დახურეს, მასში კი განათავსეს კლუბი, მოგვიანებით სასადილო და საერთო საცხოვრებელი. ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა მეორე მსოფლიო ომი დროს, მაგრამ 1960-იან წლებში ეკლესია განადგურდა. ღვთისმსახურება გაგრძელდა კიდვ რამდენიმე წელიწადი კარიბჭეში და სტოაში.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში ეკლესია დაუბრუნდა მორწმუნეებს. რაიონისა და ხუტორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ასევა ადგილობრივი მეურნეობის „რუს“-ის და ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსებით, ჩაასხეს ეკლესიის საძირკველი, გამოცვალეს დამპალი დაფები და გადახურვა, დააყენეს ახალი გუმბათი. ეკლესია შელესეს და შეღებეს, განაახლეს ინტერიერიც[3].

ხელახლა გარემონტებული ეკლესია აკურთხეს 2010 წლის 22 ივნისს. კურთხევის ცერემონია შეასრულა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა[3].

2004 წლიდან ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი სერგეი იავიცი[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]