ვერტიკალური ფერმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერტიკალური ფერმების პროექტები

ვერტიკალური ფერმა (ინგლ. vertical farming) — ურბანულ მაღლივ შენობებში სოფლის მეურნეობის ფორმის კონცეფცია. ამგვარ მაღლივ შენობებში სათბურის გამოყვანის მეთოდებით და რესურსების მუდმივი ხელმეორე გამოყენებით შესაძლებელია ხილის, ბოსტნეულის, თევზისა და პირუტყვის მოყვანა/გამოზრდა, რაც მომავლის ქალაქებს არსებობისთვის საკუთარ რესურსებს შეუქმნის.

ამ კონცეფციის ბოლოდროინდელი კვლევა ძირითადად ეკუთვნის კოლუმბიის უნივერსიტეტის ბუნების სიჯანსაღის მეცნიერებისა და მიკრობიოლოგიის ფაკულტეტის პროფესორ დიკსონ დესპომიეს. ამ იდეის განხორციელების ჩანაფიქრით შენობების პროექტები მოამზადეს ენდრიუ კრანისმა, კოლუმბიის უნივერსიტეტი, გორდონ გრაფმა, ვატერლოოს უნივერსიტეტი, კრის ჯეიკობსმა, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, და ფირმამ SOA Architects, პარიზი, საფრანგეთი, რომლებმაც თავის მხრივ ეს კონცეფცია მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოაქციეს.

ვერტიკულური ფერმის პოტენციური დადებითი მხარეები ბევრია. უპირველეს ყოვლისა, მოსავალს არ ავნებს ამინდი. მეორე, საკვების მოყვანა შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში, სეზონისდა მიუხედავად. ვერტიკალური ფერმები შეაფერხებს დეფორესტაციას (ტყის საფარის განადგურებას, გაუდაბნოებას) და სოსოფლო-სამეურნეო მიწების გავრცელებით გამოწვეულ სხვა მავნე შედეგებს. მოსახლეობის სიმჭიდროვის ცენტრებში საკვების მოყვანა ასევე გამოიწვევს საწვავის საჭიროების შემცირებას, მომხმარებლამდე საკვების მიტანის მანძილის შემცირება ასევე შეამცირებს ტრანსპორტირების მიერ წარმოქმნილ დაბინძურებას. მრავალსართულიანი სათბურის კონტროლირებული გარემო ასევე ზედმეტს გახდის პესტიციდებს, ჰერბიციდებსა და სასუქებს.

თანამედროვე წარმოდგენით, ვერტიკალური ფერმები ასევე გამოიყენებს მხოლოდ ადგილზე გენერირებულ მზის, სითბურ ან ქარის ენერგიას. ასევე მცენარეებიდან აორთქლილი წყალი ხელმეორედ იქნება გამოყენებული ნარგავების სარწყავად, ან ექსპორტირებულ იქნას ფერმიდან, როგორც სასმელი წყალი. ამჟამად, დედამიწის სუფთა წყლის 70% გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ნარგავების მოსარწყავად, და ერთხელ გამოყენების შემდეგ ის გამოუსადეგარია ნებისმიერი სხვა დანიშნულებისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების გამოყენების გამო.

პროფ. დესპომიეს თვალსაზრისით ამგვარი ფერმების აგების ტექნოლოგიები ამჟამად უკვე არსებობს. მისი მტკიცებით ამგვარი სისტემები მომგებიანი და ეფექტიანი იქნება, რასაც გარკვეული წინასწარი კვლევის შედეგებიც ადასტურებს. ზოგიერთი დიდი ქალაქის დეველოპერები და მთავრობების უკვე გამოთქვამენ ამგვარი ფემების აგების სურვილს. ეს ქალაქებია: ნიუ-იორკი, ლას-ვეგასი, აბუ-დაბი, დუბაი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]