ვერონიკას ორმაგი ცხოვრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვერონიკას ორმაგი ცხოვრება
რეჟისორი კშიშტოფ კესლევსკი
გამოსვლის თარიღი 15 მაისი, 1991 (1991-05-15) (საფრანგეთი)
ხანგრძლივობა 98 წუთი
ქვეყანა საფრანგეთი, პოლონეთი, ნორვეგია
ენა ფრანგული, პოლონური

„ვერონიკას ორმაგი ცხოვრება“ (ფრანგ. La double vie de Véronique, პოლ. Podwójne życie Weroniki) — კშიშტოფ კესლევსკის 1991 წლის დრამა, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ირენ ჯაკობი. ფილმი, რომელიც იდენტობისა და ადამიანური ინტუიციის თემებს იკვლევს, ორი ქალის შესახებ მოგვითხრობს, ესენი არიან: პოლონელი გუნდის სოპრანო ვერონიკა და მისი ორეული ფრანგი მუსიკის მასწავლებელი ვერონიკა. ეს ქალები ერთმანეთს არ იცნობენ, თუმცა მათ შორის მისტიკური და ემოციური კავშირია დამყარებული, რომლისთვისაც არ არსებობს ენობრივი და გეოგრაფიული ბარიერები.

„ვერონიკას ორმაგი ცხოვრება“ კესლევსკის პირველი ფილმია, რომლის წარმოებაც პოლონეთის ფარგლებს გარეთ შედგა. 1991 წლის კანის კინოფესტივალზე ფილმმა ეკუმენური ჟიურისა და ფიპრესის ჯილდოები მოიპოვა, ხოლო ირენ ჯაკობმა გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. La Double vie de Veronique. Festival de Cannes.