შინაარსზე გადასვლა

ვერა ვასილიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერა ვასილიევა
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1925 (1925-09-30) (100 წლის)
მოსკოვი, (რსფსრ, სსრკ)
გარდაცვალების თარიღი 8 აგვისტო, 2023 (97 წლის)
მოსკოვის ოლქი, რუსეთი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ, დროშა: რუსეთი რუსეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1945-2023
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი

ვერა ვასილიევა (რუს. Вера Кузьминична Васильева; დ. 30 სექტემბერი, 1925, მოსკოვი, (რსფსრ, სსრკ) — გ. 8 აგვისტო, 2023, მოსკოვის ოლქი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1986). I და III ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1948, 1951).

ვერა ვასილიევა დაიბადა მოსკოვში 1925 წლის 30 სექტემბერს. მამამისი სოფლიდან იყო, დედა კი — ქალაქელი. ბავშვობაში ვერა დიდ დროს ატარებდა მამის სამშობლოში, კალინინის რაიონის სოფელში. დიდი სამამულო ომის დროს ვერა მოსკოვში მამასთან ერთად დარჩა. უფროსი დები სხვადასხვა ქალაქებში გააგზავნეს პროფესიების მიხედვით სამუშაოდ, დედა და უმცროსი ძმა ევაკუაციით ბაშკირეთის სოფელში მოხვდნენ. მამა სამხედრო ქარხსნაში მუშაობდა, სადაც ვერაც დადიოდა სამუშაოდ.

1943 წელს ვერა ვასილიევა შევიდა მოსკოვის თეატრალურ სასწავლებელში.[1] 1948 წელს დაამთავრა რევოლუციის თეატრთან (ახლანდელი მოსკოვის მაიაკოვსკის სახელობის აკადემიური თეატრი) არსებული თეატრალური სასწავლებელი. კინოში მისი დებიუტი ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 1945 წელს შედგა, ეპიზოდური როლით, ფილმში „ტყუპები“. პირველი დიდი როლი კი 1947 წელს შეასრულა ივან პირიევის ფილმში „თქმულება ციმბირის მიწაზე“, რომლისთვისაც 1948 წელს I ხარისხის სტალინური პრემია მიიღო.

1948 წლიდან მოსკოვის სატირის თეატრის მსახიობია. თეატრში მან 60-ზე მეტი როლი შეასრულა. პარალელურად იღებდნენ კინოშიც. მისი ფილმოგრაფია 40-ზე მეტ სურათს ითვლის.

20 წლის განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მდივანი და სოციალურ-საყოფაცხოვრებო კომისიის თავმჯდომარე. ეხმარებოდა კოლეგებს რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. იყო ასევე რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი.[2]

1979 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.[3]

გარდაიცვალა 2023 წლის 8 აგვისტოს თავის აგარაკზე, მოსკოვის მახლობლად. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1947თქმულება ციმბირის მიწაზეСказание о земле Сибирскойანასტასია გუსენკოვა
1953ქორწილი მზითვითСвадьба с приданымოლგა სტეპანოვა
1953ჩუკი და გეკიЧук и Гекდედა
1965კბილის ექიმის თავგადასავალიПохождения зубного врачаლასტოჩკინა
1965დევნაПогоняშურა
1972-1975გამოძიებას წარმართავენ ზნა-ტო-კე-ბიСледствие ведут ЗнаТоКиმარგარიტა, ზნამენსკის დედა
197529 წლის გაზაფხულიВесна двадцать девятогоსოფია
1982ცოლიანი მარტოხელაЖенатый холостякმარია, გურამის მეუღლე
1983როგორ ვიყავი ვუნდერკინდიКак я был вундеркиндомბებია
1984ნაბრძანებია ცოცხლად აყვანაПриказано взять живымკუზმინიჩნა
1997ბაბუაწვერას ღვინოВино из одуванчиковესთერი
2012სანამ გვიმრა ყვავისПока цветёт папоротникიგორ კნიაზევის ბებია

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]