ველვიჩია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ველვიჩია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Welwitschia mirabilis
Welwitschia mirabilis

ველვიჩია (Welwitschia bainesil, Welwitschia mirabilis) — შიშველთესლოვანი ორსახლიანი მცენარე ველვიჩიასებრთა ოჯახისა.

იზრდება მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ ანგოლის ქვიან ნიადაგზე, ნამიბისა და კალაჰარის უდაბნოებში. მისი გრძელი და მძლავრი ფესვი ნიადაგში გრუნტის წყლებამდე ეშვება, აქვს დაბალი და მსხვილი ღერო (დიამეტრი 1,2 მ), რომლის დიდი ნაწილი ნიადაგშია ჩამალული, მიწის ზემოთ კი მხოლოდ 50 სმ-ითაა ამოწეული. ღერო წვერში უნაგირივით არის ჩაზნექილი და მასზე ორი 3 მ-მდე სიგრძის ღვედისებრი ფოთოლია.

ველვიჩია 100 წელზე მეტს ცოცხლობს და ფოთლებსაც ბოლომდე ინარჩუნებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]