ვა-ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვა-ბანკი (გადაცემა).

ვა-ბანკი (ფრანგ. va banque) — ტერმინი ბანქოს თამაშობებში, აღნიშნავს მოთამაშის მიერ თავის განკარგულებაში მყოფი მთელი ფულის ფსონად ჩადებას. ამ დროს დანარჩენი მოთამაშეები უნდა დასვან ვა-ბანკზე წასულ მოთამაშეზე ან არანაკლები თანხა, ან ხელი გაუშვან, რის შედეგადაც, მოგებულს მთელი თანხა ერგება, ხოლო დანარჩენი მოთამაშეები თავის ფსონებს კარგავენ. ტერმინი წარმოიშვა მე-18მე-19 საუკუნეებში პოპულარული ბანქოს თამაშიდან ფარაონი.

ყველაზე ხშირად ტერმინს იყენებენ შესიტყვებაში „ვა-ბანკზე წასვლა“, „ვა-ბანკზე თამაში“ და ა. შ. გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავს მოქმედებას რომელიც დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ცნობილია, რომ ეს ტერმინი გამოყენებულ იქნა 1939 წელს გერინგის და ჰიტლერის საუბარში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ ომის გამოცხადებას შეეხებოდა. გერინგმა ჰიტლერს ურჩია: „ჩვენ გვინდა გავრისკოთ“, რაზეც ჰიტლერმა უპასუხა: „მე მთელი ცხოვრებაა ვა-ბანკზე ვთამაშობ“.[1]

პოკერში აქვს თავისი დასახელება — ოლ-ინი (ინგლ. all in).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Henry Picker, Hitlers Tischgespräche, Ullstein TB 26509