ვახტანგ ბარათაშვილი
იერსახე
ვახტანგ ბესარიონის ძე ბარათაშვილი (დ. 18 აპრილი, 1917, ქუთაისი, — გ. 12 ივლისი, 2006) — ქართველი მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, მწერალი და ჟურნალისტი.
დაამთავრა ლენინგრადის საზღვაო-საინჟინრო ინსტიტუტი (1941). წლების მანძილზე იყო კაპიტანი, ექსპედიციების უფროსი, ფლაგმან-კაპიტანი. ბარათაშვილმა მრავალგზის გადაიყვანა გემების ქარავანი ურთულეს პირობებში ბალტიის ზღვიდან ვლადივოსტოკსა და კუბაში. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე. ავტორია საბავშვო მოთხრობების, ნოველების, რომანისა „ჰავაის ბულბული“, აგრეთვე ტექნიკური წიგნებისა და საზღვაო ტერმინოლოგიისა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გარდაიცვალა მწერალი და ჟურნალისტი ვახტანგ ბარათაშვილი[მკვდარი ბმული]. www.media.ge, 12 ივლისი, 2006