ვაშლიჯრის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაშლიჯრის სამაროვანი — ადრინდელი შუა საუკუნეების ძეგლი. მდებარეობს საქართველოს სამხრეთ გზასთან, დიღმისწყლის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქედზე. 1972 წელს სამაროვანზე გათხრებს აწარმოებდა არქეოლოგიური ექსპედიცია ( ხელმძღვანელი რ. აბრამიშვილი). სამაროვანზე ორი ტიპის სამარხი დადასტურდა: ქვის ფილებით გადახურული სამარხები ინდივიდუალურია, ხოლო ქვაყუთები — ძირითადად კოლექტიური, რომლებშიც ორიდან ოთხამდე მიცვალებულია. ორივე ტიპის სამარხში მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ქრისტიანული წესით — გაშოტილი, გულხელდაკრეფილი, თავით დასავლეთისკენ. ვაშლიჯვრის სამაროვანზე გათხრილ სამარხებში ძირითადად არქეოლოგიურ ინვენტარს სამკაული და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები წარმოადგენს. ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები თარიღდება VIV საუკუნეებით, ხოლო ქვაყუთები VI—VII საუკუნეებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 467