შინაარსზე გადასვლა

ვასილ გვეტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვასილ ნოეს ძე გვეტაძე (დ. 6 აპრილი, 1920, ქუთაისი, — გ. 31 იანვარი, 2016, თბილისი) — ქართველი პოეტი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი (1942). საბჭოთა არმიის რიგებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1984 წლიდან ჟურნალ „დროშის“ ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგეა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1937 წელს, პირველი წიგნი „პირველი სიმღერა“ — 1956 წელს. ავტორია ლექსების არაერთი კრებულისა, საბავშვო ლექსებისა, პოემებისა, მოთხრობებისა და ესეებისა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

  • რჩეული (2 წიგნად), თბ., 2010.
  • ერთტომეული, თბ., 2013.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]