ვასილი პუკირევი
იერსახე
ვასილი პუკირევი (დ. 1832 — გ. 1 ივნისი, 1890, მოსკოვი) — რუსი ფერმწერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1847-1858 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ძერწვის და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, იყო ს. ზარიანკოს მოწაფე. 1861-1873 წლებში ასწავლიდა იქვე. 1863 წლიდან იყო პროფესორი. 1850-იან წლებში შექმნა პორტრეტები, შემდეგ მუშაობდა ჟანრულ ფერწერაში, ასევე ისტორიულ ჟანრში, ქმნიდა ილუსტრაციებს. მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „შეუფერებელი ქორწინება“ (1862), რომელიც დაცულია ტრეტიაკოვის გალერეაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 229.