ვარშავის აჯანყების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
B-24J-45-CF-ის რეპლიკა მუზეუმში

ვარშავის აჯანყების მუზეუმი (პოლონურად: Muzeum Powstania Warszawskiego )[1] [2] [3] მდებარეობს ვარშავის ვოლას (Wola) უბანში და ვარშავის 1944 წლის აჯანყებას ეძღვნება. მუზეუმის შენობა 1983 წელს აიგო, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო მისი კონსტრუქცია. მუზეუმი 2004 წლის 31 ივლისს გაიხსნა, ვარშავის აჯანყების მე-60 წლისთავზე.

მუზეუმი აფინანსებს კვლევებს პოლონეთის აჯანყებისა და პოლონეთის საიდუმლო ხელისუფლების ისტორიის/საკუთრების შესახებ. აქ ინახება რამდენიმე ასეული არტეფაქტი - დაწყებული იმ იარაღებით, რომელთაც აჯანყებულები იყენებდნენ, დამთავრებული მათი სასიყვარულო წერილებით - შესაბამისად, წარმოდგენილია აჯანყებაში მონაწილეთა მთელი ცხოვრება. მუზეუმის ერთ-ერთი მიზანია როგორც ისტორიული ინფორმაციის, ისე აჯანყების მონაწილეთა ისტორიებისა და მოგონებების არქივის შექმნა[4]. მუზეუმის დირექტორია იან ოვდაკოვსკი ( Jan Ołdakowski )[5], ხოლო მისი მოადგილე - დარიუშ გავინი ( Dariusz Gawin ) - ისტორიკოსი პოლონური მეცნიერების აკადემიიდან.

მუზეუმი ორგანიზაცია " ევროპული ხსოვნისა და სინდისის პლატფორმის" წევრია.[6]

გამოფენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ერთ-ერთი შენობა

მუზეუმი ვარშავის აჯანყების ყველა ეტაპზე მოიცავს ინფორმაციას.[7]

რამდენიმე სართულზე განლაგებულია როგორც ფოტომასალა, ასევე აუდიო, ვიდეო თუ ინტერაქტიული ჩვენებები, წერილობითი მასალა და სხვა ტიპის მტკიცებულებები. ეს მასალები აღწერს, თუ როგორი იყო ცხოვრება გერმანიის მიერ ოკუპირებულ ვარშავაში, აჯანყებასა და მის შედეგებს. მუზეუმში ცალკეული გამოფენები ეძღვნება ვარშავის თითოეულ უბანს. აქვეა უამრავი უფასო ინფორმაციული ბროშურა პოლონურად და ინგლისურად, მათ შორის, კალენდრის 63 გვერდი - 1944 წლის პირველი აგვისტოდან 2 ოქტომბრამდე - რომელშიც აღნიშნულია კონკრეტული დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები აჯანყების მიმდინარეობისას.

გამოფენებსა და ექსპონატებს შორის გვხვდება:

  • პატარა მეამბოხეთა ოთახი
    "პატარა მეამბოხეების" ოთახი: ეძღვნება ყველაზე ახალგაზრდა აჯანყებულებს. აქ განთავსებულია "პატარა აჯანყებულის" ქანდაკების რეპლიკა და როზა მარია გოჟძიევსკას ("პატარა ექთნის") გაფერდებული ფოტო.
  • კინო პალადიუმი: პატარა კინოთეატრი, რომელშიც უწყვეტად აჩვენებენ 1944 წელს, ამბოხებული ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ კადრებს, რომლებიც აჯანყების მიმდინარეობისას ვარშავის პალადიუმის კინოთეატრში გადიოდა.
  • კანალიზაციის მილების რეპლიკა: ორ სართულზეა განლაგებული. აჯანყებულები გერმანიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაადგილებისთვის სწორედ კანალიზაციის მილებს იყენებდნენ.
  • აჯანყებულთა საავადმყოფო: დაჭრილთა სამკურნალოდ.
  • დიდი კინოთეატრი: აჩვენებს ფილმს, რომელიც აჯანყებისდროინდელ საინფორმაციო გამოშვებებს აერთიანებს.
  • ბეჭდური ინფორმაციის ოთახი: განთავსებულია ის ტექნიკა, რომელთა დახმარებითაც მიწისქვეშა გაზეთებს ბეჭდავდნენ გერმანული ოკუპაციის დროს.
  • ნანგრევების ქალაქი: თვითმფრინავიდან 1945 წელს გადაღებული ფილმი, რომელშიც ვარშავის ნანგრევები ჩანს.[8]
  • ნაციზმის განყოფილება: გერმანული ოკუპაციისას, ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულები და გერმანელთა თანამშრომლობა აჯანყების პერიოდში.
  • კომუნიზმის განყოფილება: საბჭოთა კავშირის მიერ პოლონეთის აღება, სტალინის მარიონეტული მთავრობა და პოლონური წინააღმდეგობის მოძრაობა ომისშემდგომ კომუნისტურ პოლონეთში.

სხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1840-იანებით შათაგონებული კაფე

მუზეუმის ტერიტორიაზე ასევე გვხვდება:

  • 1940-იანი წლების სტილის კაფე
  • თავისუფლების პარკი: აჯანყებისას გადაღებული 30-მდე გაფერადებული ფოტო; კუბუშის, საბრძოლო მანქანის რეპლიკა;
  • გარდაცვლილთა მემორიალი.



გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]