ვარდან სარდარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარდან სარდარიანი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 29 სექტემბერი, 1962(1962-09-29) (61 წლის)

ვარდარ სარდარიანი (სომხ. Վարդան Սարդարյան; დ. 29 სექტემბერი, 1962) — სომეხი კომპოზიტორი, მუსიკის პროდიუსერი და პიანისტი. მისი შემოქმედება მოიცავს: კომერციული სიმღერებსა და ინსტრუმენტულ საუნდტრეკებს, ჰიმნებსა და ფართომასშტაბიანი კომპოზიციებს, მუსიკებს დოკუმენტური ფილმებისათვის და სატელევიზიო პროგრამებისთვის.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდან სარდარიანმა პიანისტის კარიერა ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო. როდესაც ვარდანი 6 წლის იყო, მას უკვე დაწერილი ჰქონდა 2 სიმღერა. 11 წლის განმავლობაში ადგილობრივ მუსიკალურ სკოლაში და შემდეგ მუსიკალურ კოლეჯში მუსიკის შესწავლის შემდეგ, ვარდანი წარმატებით მიიღეს ერევნის კომიტასის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც ის, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სწავლობდა საბჭოთა სომხეთის საპატიო მხატვრის, პროფესორ ანა ამბაკუმიანის კლასში. როგორც პიანისტი, სწავლის პერიოდში მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში. ამავდროულად, ვარდან სარდარიანი ესწრებოდა კომპოზიციის გაკვეთილებს და ავითარებდა მის უკვე აღიარებულ კომპოზიციურ უნარებს. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ვარდან სარდარიანი მიიწვიეს კაპანის მუსიკალურ სკოლაში,სადაც მას სკოლის დირექტორად მუშაობას სთავაზობდნენ. ამ წლების განმავლობაში მუსიკოსმა დააფუძნა საკუთარი „კამერული“ ჯგუფი "სიუნი", რომელიც ექსკლუზიურად შეასრულებდა საკუთარ ნამუშევრებს.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ვარდანის კარიერაში; ამ წელს იგი მიიწვიეს მოსკოვში, საერთაშორისო ასოციაცია Dobroye Serdtse-ში, რათა მუსიკალურ რედაქტორად ემუშავა. იგი მუშაობდა ისეთ ცნობილ რუს მომღერლებთან, როგორებიც არიან: ირინა ალეგროვა, ვალერი ლეონტიევი, ცნობილი რუსი კომპოზიტორი ალექსეი გარნიზოვი, ცნობილი რუსი მოცეკვავე მ. ისამბაევი, ცნობილი რუსი კომედიის მსახიობი კლარა ნოვიკოვა, პროდიუსერი ნერსეს ჰოვანისიანი და სხვები. ამ ხელოვნებთან თანამშრომლობა დაეხმარა ვარდანს უფრო მეტი გამოცდილების მიღებაში; ასეთმა ქმედებებმა მისი კარიერა, როგორც სიმღერებისა და მელოდიების მწერლობა / პროდიუსერობა / ორგანიზატორობა (მუსიკის), ახალ ეტაპზე აიყვანა.[1]

1999 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მან დაამყარა ახალი კავშირები და როგორც კომპოზიტორმა, სხვადასხვა შეთავაზებები მიიღო. მან დაწერა მუსიკა „გავროშე“-სთვის (ვიქტორ ჰიუგოს სპექტაკლ „Les Miserables“-ის საფუძველზე). მალე მან კინოსტუდიო „Versus“-ისგან განსხვავებული შემოთავაზება მიიღო: მას უნდა დაეწერა მუსიკა დოკუმენტურ ფილმ „Mistery of Minas“-სთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]