ვარდანაკერტის ბრძოლა (სომხ.Վարդանակերտի ճակատամարտ) — ბრძოლა სომხებსა და ომაიანთა სახალიფოს შორის. გაიმართა 702 წელს, როდესაც სმბატ ბაგრატუნმა დაამარცხა ომაიანთა სახალიფოს 8 000-იანი არმია ნახჭევნის გარნიზონიდან. სმბატმა, ბიზანტიის დახმარებით, შეძლო სომხეთის უმეტესი ნაწილის ხელახლა დაკავება და არაბების ქვეყნის გარეთ განდევნა.[1] მიუხედავად მოპოვებული წარმატებისა, სახალიფოს სარდლებმა — მუჰამად იბნ მარვანმა და მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქმა მალევე აღადგინეს და უზრუნველყვეს მუსლიმთა კონტროლი სომხეთზე ნახჭევნის კათედრალში მთავართა (ნახარარები) ოჯახების ფართომასშტაბიანი ჟლეტით 705 წელს.[2]