შინაარსზე გადასვლა

ვანესა მარანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვანესა მარანო
დაბადების თარიღი 31 ოქტომბერი, 1992(1992-10-31) (33 წლის)
დაბადების ადგილი ლოს-ანჯელესი, ლოს-ანჯელესის ოლქი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი, კინომსახიობი, ტელემსახიობი და თეატრის მსახიობი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ
საიტი vanessa-marano.info

ვანესა ნიკოლ მარანო (ინგლ. Vanessa Nicole Marano; დ. 31 ოქტომბერი, 1992, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი.[1][2] მან ითამაშა სატელევიზიო ფილმებში და ჰქონდა როლები ისეთ სერიალებში, როგორებიცაა „უკვალოდ“, „გილმორის გოგონები“, „აჩრდილთან მოსაუბრე“, „ნაძირალები“, „გრეის ანატომია“ და „ახალგაზრდა და დაუღალავი“. 2011 წლიდან 2017 წლამდე მან ითამაშა ბეი კენიშის როლი სატელევიზიო სერიალში „Switched at Birth“.[3]

მარანო დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია. დედამისი ელენე აგურას საბავშვო თეატრის მფლობელია.[4][5] მისი უმცროსი და ლორა მარანო ასევე მსახიობია. მარანო იტალიურად საუბრობს, მამამისიც წარმოშობით იტალიელია.[6][7]

მარანომ მსახიობობა შვიდი წლის ასაკში დაიწყო.[8] დის ინტერვიუს თანახმად, დედას არ სურდა, რომ მის რომელიმე შვილს შოუბიზნესის კარიერა აერჩია და გოგონები წაიყვანა აგენტთან, რომელიც, მისი აზრით, უარს იტყოდა მის შვილებზე. ვანესა მიიღეს. სააგენტოზე შთაბეჭდილება მოახდინა მისმა დამ, ლორამაც.[9] მას შემდეგ მუშაობს სცენაზე კარის თეატრის სპექტაკლებზე. მარანოს პირველი მთავარი როლები ტელევიზორში იყო ჯეკ მალონის უფროსი ქალიშვილი ფილმში „უკვალოდ“, ვალერის დედინაცვალი „The Comeback“ და ეიპრილ ნარდინის როლი „Gilmore Girls“-ში. მან ასევე ითამაშა ლეინ აბელი ფილმში „The Clique“. მარანომ ითამაშა აჩრდილთან მოსაუბრეს ეპიზოდში ჯენიფერ ლავ ჰიუიტთან ერთად. 2011 წლიდან 2017 წლამდე მან ითამაშა ბეი კენიშის როლში ABC საოჯახო სატელევიზიო შოუში „Switched at Birth“.[10] 2013 წელს მან ითამაშა ფილმში „დაუღალავი ქალწულები“, რომელიც შთაგონებული იყო ნამდვილი ისტორიით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Vanessa Marano. ციტირების თარიღი: June 7, 2021.
  2. Vanessa Marano. ციტირების თარიღი: September 27, 2016
  3. Gelman, Vlada. (2012-09-02) Switched at Birth Boss Previews New Loves for Bay, Emmett and Daphne, Plus Family Troubles en-US. ციტირების თარიღი: 2023-08-10
  4. Improvisation. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2013. ციტირების თარიღი: August 29, 2013
  5. 11 Questions with "Switched at Birth" Star Vanessa Marano! (June 6, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 14, 2011. ციტირების თარიღი: April 14, 2012
  6. Mulcahy, Jr., Kevin. (June 3, 2011) Q&A: Switched at Birth's Vanessa Marano. We Love Soaps. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 5, 2012. ციტირების თარიღი: August 5, 2011
  7. Tommy2.net. ციტირების თარიღი: March 9, 2017
  8. Jeffrey Dransfeldt (January 25, 2009). „Agoura Hills sisters are young stars on the rise“. Ventura County Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 8, 2013. ციტირების თარიღი: February 7, 2013.
  9. Laura Marano on "The Better Show". YouTube. ErgMarano (Originally: "The Better Show") (November 5, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2022. ციტირების თარიღი: June 20, 2014
  10. Barney, Chuck. "Chuck Barney: 'Switched at Birth' another winner for ABC Family." San Jose Mercury News, June 29, 2011. Accessed on July 18, 2011.