ვალენტინე ეპისკოპოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg ეს სტატია მართლმადიდებლურ წმინდანს ეხება. კათოლიკე წმინდანის შესახებ, იხილეთ წმინდა ვალენტინი.
ვალენტინე ეპისკოპოსი
Basilica di San Valentino, Terni, Italia - altare.jpg
ვალენტინე ეპისკოპოსის სხეული ტერნიში
წმინდანად შერაცხვა 496

ვალენტინე ეპისკოპოსიმართლმადიდებელთა და კათოლიკეთა წმინდანი, მღვდელმოწამე. ქალაქ ინტერამნის (იტალია) ეპისკოპოსი. კათოლიკური ეკლესია ვალენტინე ეპისკოპოსს და წმინდა ვალენტინს, მოიხსენიებს ერთ დღეს 14 თებერვალს, ხოლო მართლმადიდებლები ვალენტინეს მოიხსენიებენ ახალი სტილით 12 აგვისტოს.

ვალენტინე იყო იტალიის ქალაქ ინტერამნის (ამჟამად ტერნი) ეპისკოპოსი. გამოირჩეოდა განკურნების შესაძლებლობით. მან განკურნა რომაელი არისტოკრატის კრატონის ძე ქერიმონი. ამის შემდეგ კრატონის მთელი ოჯახი გაქრისტიანდა. ვალენტინესმკურნალის სახელი გაუვარდა მოსახლეობაში. გააქრისტიანა მრავალი ადამიანი, მათ შორის იყო ქალაქისთავის ძე, აბუნდიც, რომელმაც ნათლისღების შემდეგ ყველას წინაშე აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამის შემდეგ ვალენტინე დააპატიმრეს, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს და მრავალგვარი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მალე თავი მოკვეთეს.

მისმა მოსწავლეებმა მისი ცხედარი ქალაქ ინტერმანაში წაასვენეს და პატივით დაფლეს. IV საუკუნეში მის საფლავზე ბაზილიკა ააგეს, რომელიც რამდენიმე რეკონსტრუქციის შემდეგ ჩვენამდეა მოღწეული. ბაზილიკის მთავარ ალტარში დასვენებულია წმინდანის ნეშტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]