ეჩმიაძინის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეჩმიაძინის ბრძოლა — ბრძოლა რუსეთისა და ირანის არარეგულარულ ცხენოსან ჯარს შორის ეჩმიაძინის მონასტრის ახლოს 1804 წელს. რუსეთ-ირანის ომის (1804-1813 წწ.) დროს კავკასიის მთავარმართებელი პავლე ციციანოვი 1804 წლის გაზაფხულზე დაახლ. 6 ათ. კაცით პირისპირ შეხვდა ირანის ცხენოსან ჯარს, რომელიც ცდილობდა სამხრეთიდან შემოჭრილიყო საქართველოში. ბრძოლა გაიმართა 20 ივნისს. თავდაპირველად ირანელებმა აბას-მირზას მეთაურობით წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ შემდეგ დამარცხდნენ . 27 ივნისს ეჩმიაძინის მონასტერი რუსულმა გარნიზონმა დაიკავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]