ერქან მერიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერქან მერიჩი
მშობლიური სახელი Erkan Meriç
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1986 (1986-07-26) (37 წლის)
ადანა, თურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის მოქალაქე
განათლება მერსინის ტექნიკური უნივერისტეტი. ფაკულტეტი - ელექტრონიკა და ავტომატიზაცია.
პროფესია ამჟამად, თურქი მოდელი და მსახიობი
აქტიური 2012 წლიდან
სიმაღლე 194 სმ.
რელიგია ისლამი
პარტნიორ(ებ)ი ჰაზალ სუბაში

ერქან მერიჩი (თურქ. Erkan Meriç; დ. 26 ივლისი, 1986, ადანა, თურქეთი) — თურქი მსახიობი და მოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერქან მერიჩი ქალაქ ადანაში დაიბადა. მის შესახებ თურქულ წყაროებში ძალიან მწირი ცნობები მოიპოვება. უცნონია, ვინ არიან მისი მშობლები. ცნობილია ის, რომ მსახიობს უფროსი ძმა ჰყავს.

დაწყებითი და საშუალო განათლება მან მიიღო მერსინში, სადაც ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა. 2008 წელს დაამთავრა მერსინის ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონიკისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტი. თუმცა სპეციალობით მუშაობაზე მან უარი განახცხადა და სამოდელო ბიზნესით დაკავდა. ერქანი საუკეთესო მოდელი გახდა, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მსოფლიოში. ის ხშირად ჩანს თურქული ჟურნალების წინა ყდებზე და მონაწილეობს პრესტიჟული სამოდელო სახლების ჩვენებებში. ერქანმა მთელი ყურადღება და ენერგია კარიერის აწყობისკენ მიმართა.

ის თავდაპირველად საკუთარი საოჯახო სამოდელო სააგენტოს მოდელი გახდა. ის მონაწილეობდა ბოდი-არდის კონკურსებში.

  • 2008 წელს „თურქეთის საუკეთესო მოდელის“ კონკურსში. აქ მან მიიღო თურქეთის მამაკაც მოდელთა შორის საუკეთესოს ტიტული და მომდევნო წელს წარადგინა ქვეყანა მსოფლიოს მამაკაც მოდელთა კონკურსზე.
  • 2009 წელს „მსოფლიოს საუკეთესო მოდელის“ კონკურსში მან მოიპოვა „მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი მანეკენის ტიტული“. კონკურსი ჩატარადა ბულგარეთში. ერქანი, ქენან იმირზარიოღლუსა და კივანჩ ტატლიტუღის შემდეგ, გახდა მესამე თურქი, რომელმაც მოიგო ეს ტიტული.

სამსახიობო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში ერქანი მონაწილეობდა სამოყვარულო თეატრში. სამოდელო ბიზნესთან შედარებით, ფილმოგრაფიით, დღეს ერქანი, მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის, რადგან სულ რამდენიმე სურათშია გადაღებული. თუმცა, საკუთარი უბადლო გარეგნობისა და სამსახიობო გარდასახვის ჩინებული ცოდნის წყალობით, მან არამარტო თურქი ტელემაყურებლის ყურადღება მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ მის მიერ განსახიერებულმა ყველა როლმა, კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა, რომ არაფერი ვთქვათ მაყურებელზე.

ფილმები და როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2012 წელი. სატელევიზიო პროექტი „Acayip hikayeler“ / „უცნაური ისტორიები“. თარიქის როლი.
  • 2014 წელი. მხატვრული ფილმი „Zeynep’in Hikayesi“ / „ზეინების ამბავი“. ჰაკანის როლი.
  • იმავე წელს, სერიალი „Beyaz Karanfil“ / „თეთრი მიხაკი“. ერქანის როლი.
  • 2015 წელი. სერიალი „Bedel“ / „ფასი“ — ჯენგიზის როლი.
  • იმავე წელს. კინოფილში — „Ikimize Bir Dunya“ / „ერთი სამყარო ორისთვის“.
  • 2016 წელი. სერიალი „Adini sen koy“ / „ტყუილი“. ომერ ქერვანჯიოღლუს როლი.
  • პარალელურად, მხატვრული ფილმი „სიცოცხლის ხაზი“.

სპორტი და პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერქან მერიჩი 1999 წლიდან 2008 წლამდე სერიოზულ ფეხბურთს თამაშობდა. კვირაში ერთხელ, ის საფეხბურთო კლუბ „გალათასარაიში“ დადიოდა სავარჯიშოდ. მწვრთნელი ყოველთვის ამბობდა, რომ მას ბრწყინვალე მომავალი ექნებოდა, მაგრამ მშობლების გადაწყვეტილებით, ტრავმების შიშის გამო, მოულოდნელად შეწყდა მისი საფეხბურთო კარიერა. ფეხბურთთან გამომშვიდობების შემდეგ, მსახიობმა ბედი სამოდელო ბიზნესში სცადა.

ფეხბურთის გარდა, ერქანი ჩართული იყო სპორტის სხვა სახეობებში. კერძოდ,

  • წყალბურთი
  • ფრენბურთი
  • ცურვა
  • ბოდიბილდინგში

ეს მისი საყვარელი სახეობებია. რაც შეეხება ბოდიბილდინგს, ერქანი მისით დღემდეა დაკავებული და განსაკუთრებულად უვლის საკუთარ სხეულს. მოხდენილი ფიგურის შესანარჩუნებლად ერქანი უმაკაცრეს დიეტას იცავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]