ერემო დანელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერემო დანელია (დ. 7 აპრილი, 1954, ლეხაინდრავო) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1982–1984 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1984–1998 წლებსი ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის უროლოგიური განყოფილების ექიმი–ორდინატორი. 1999 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის, 2 რაციონალიზატორული წინადადების, რომლებიც ეხება ონკოლოგიის თანამედროვე აქტუალურ საკითხებს.

1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სათესლე ჯირკვლის სიმსივნეების გავრცელება საქართველოში და მისი დიაგნოსტიკის გაუმჯობესების გზები.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 87

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]