ენოზერო
იერსახე
| ენოზერო | |
|---|---|
| Ёнозеро | |
| კოორდინატები: 68°07′35″ ჩ. გ. 38°00′19″ ა. გ. / 68.12639° ჩ. გ. 38.00528° ა. გ. | |
| მდებარეობა | მურმანსკის ოლქი, |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 224 მ |
| ფართობი | 94,4 კმ² |
| აუზის ფართობი | 982 კმ² |
| გამომდინარე მდინარე | ვარზინა |
ენოზერო (რუს. Ёнозеро) — ტბა რუსეთში, კოლის ნახევარკუნძულზე. ფართობი — 94,4 კმ², მრავალრიცხოვან კუნძულებთან ერთად დაახლოებით 100 კმ²-ია. მდებარეობს ზღვის დონიდან 224 მ-ის სიმაღლეზე. სანაპირო კლდოვანია, ძლიერ დანაწევრებული. შედგება ორი ნაწილისაგან, რომელთაც 350 მ-ის სიგრძის სრუტე აერთებს. ენოზეროდან გამოედინება მდინარე ვარზინა, რომელიც ბარენცის ზღვას უერთდება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენოზერო — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)