ენდრიუ კრეიგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენდრიუ კრეიგანი

ენდრიუ კრეიგანი 2007 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ენდრიუ კრეიგანი
დაბ. თარიღი 7 ივნისი, 1970 (1970-18-07) (53 წლის)
წარმოშობა ინგლისი
ჟანრ(ებ)ი დუმ მეტალი
საქმიანობა ვოკალისტი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ელექტრო გიტარა
აქტიური 1990–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Peaceville Records
საიტი mydyingbride.org

ენდრიუ კრეიგანი (ინგლ. Andrew Craighan; დ. 18 ივლისი, 1970) — ინგლისელი მუსიკოსი, ბრიტანულ ჯგუფ My Dying Bride-ის გიტარისტი და კომპოზიტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენდრიუ კრეიგანი დაიბადა ინგლისში 1970 წელს. 1989 წელს სწორედ მისი იდეა იყო ჯგუფის დაარსება, რომელსაც მოგვიანებით „My Dying Bride“ ეწოდა. დაარსების დღიდან არის ჯგუფის უცვლელი წევრი.

მუსიკალური სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენდრიუ არის მულტიინსტრუმენტალისტი, 1999 წლიდან კი ჯგუფის წამყვანი კომპოზიტორი და რამდენიმე სიმღერის ტექსტების ავტორიც. მისი თქმით მას სახლში მოწყობილი აქვს მინი-სტუდია, სადაც კომპოზიციების უმეტეს ნაწილს თითქმის ყოველდღიურად ქმნის.

მისი საყვარელი ალბომი არის 1999 წელს გამოსული The Light at the End of the World, რომელიც ჯგუფიდან კელვინ რობერტშოუს წასვლის შემდეგ გამოვიდა. აღნიშნულ ალბომში სწორედ ის არის ყველა სიმღერის კომპოზიტორი და დღემდე ჯგუფის დისკოგრაფიაში გიტარის რიფებით ყველაზე მეტად დატვირთულ ალბომად ითვლება.[1]

ის უკრავს Mayones-ის წარმოების გიტარებზე და კონცერტებზე, როგორც წესი, სამ გიტარას ატარებს.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]