ემა მორანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემა მორანო

ემა მორანო (იტალ. Emma Morano; დ. 29 ნოემბერი 1899 — გ. 15 აპრილი 2017, იტალია) — 2016 წლის 12 მაისიდან დედამიწის უხუცესი მცხოვრები[1]. გარდაიცვალა 117 წლის ასაკში. ჟანა კალმანის[2] შემდეგ, ემა მორანო ევროპის მეორე უხუცესი მაცხოვრებელია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემა მარტინა ლუიზა მორანო დაიბადა 1899 წლის 29 ნოემბერს ჩივიავსკოში, ჯოვანი მორანოსა და მატილდა ბრეშანის ოჯახში. ემა იყო უფროსი შვილი ხუთ გოგონასა და სამ ვაჟს შორის. ემას ოჯახის წევრები: დედა, დეიდა და რამდენიმე და-ძმა 90 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ. მისი და ანჟელა მორანი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა 2011 წელს.

1926 წლის ოქტომბერში ემა ცოლად გაჰყვა ჯოვანი მარტინუცის. 1937 წელს მას შეეძინა ვაჟი, რომელიც ექვსი თვის ასაკში გარდაიცვალა. ქორწინება არ აღმოჩნდა ბედნიერი და 1938 წელს მორანო ფაქტობრივად გაეყარა ქმარს, მიუხედავად ამისა, ისინი ფორმალურად რჩებოდნენ ცოლ-ქმრად. 1975 წელს ემა პენსიაზე გავიდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Emma Morano, world's oldest living person and last link to 19th Century, celebrates her 117th birthday“, The Telegraph. 
  2. Longevity tips from the world's oldest person“, The New Daily, 17 May 2016. წაკითხვის თარიღი: 27 December 2016. 
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: