ემანუელ რივა
იერსახე
| ემანუელ რივა | |
|---|---|
|
ემანუელ რივა 2012 წელს | |
| დაბადების სახელი | პოლეტ ჟერმენა რივა |
| დაბადების თარიღი |
24 თებერვალი 1927 შენიმენი, საფრანგეთი |
| გარდაცვალების თარიღი |
27 იანვარი, 2017 პარიზი, საფრანგეთი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა |
მსახიობი პოეტი |
| აქტიური | 1952-დღემდე |
| BAFTA |
საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში |
| სეზარი |
საუკეთესო მსახიობი ქალი |
| სხვა ჯილდოები | 1962 — ტერეზა დესკეირუ |
ემანუელ რივა (ფრანგ. Emmanuelle Riva; დ. 24 თებერვალი 1927 — გ. 27 იანვარი, 2017) — ფრანგი თეატრისა და კინოს მსახიობი. 2013 წელს მოიპოვა BAFTAს და სეზარის ჯილდოები შესრულებული როლისთვის ფილმში „სიყვარული“. კინოს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ნომინანტია ოსკარის პრემიაზე.[1][2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა შენიმენიში, ჟანა და ალფრედო რივას ოჯახში. მისი პაპა მამის მხრიდან წარმოშობით იტალიელი იყო. რივამ თავისი სამსახიობო კარიერა ქალაქ პარიზში დაიწყო. 1950-იანი წლებში როლებს იღებდა თეატრში, ხოლო 1957 წლიდან — კინოში იღებენ. სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“ (1959), „ლეონ მორენი, მღვდელი“ (1961), „სიყვარული“ (2012).
გარდაიცვალა 2017 წლის 27 იანვარს პარიზში, 89 წლის ასაკში[3].
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
|---|---|---|---|---|
| 1962 | ფ | ტერეზა დესკეირუ | Thérèse Desqueyroux | ტერეზა დესკეირუ |
| 1993 | ფ | სამი ფერი: ლურჯი | Trois couleurs: Bleu | მადამ ვინიონი |
| 2012 | ფ | სიყვარული | Amour | ანა ლორენი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Youngest v oldest actress vie for Oscar as Lincoln leads the pack. The Times. ციტირების თარიღი: 2013-01-10.
- ↑ Quvenzhané Wallis v Emmanuelle Riva: Best actress Oscar contested by oldest and youngest ever nominees. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-13. ციტირების თარიღი: 2013-01-10.
- ↑ Emmanuelle Riva, French icon who starred in Amour, dies aged 89. The Guardian (28 January 2017). ციტირების თარიღი: 28 January 2017.