ელი შიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელი შიდი
Ally Sheedy.jpg
დაბადების თარიღი 13 ივნისი, 1962 (1962-06-13) (60 წლის)
ნიუ-იორკ სითი, ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1975 – დღემდე
პარტნიორ(ებ)ი David Lansbury
შვილ(ებ)ი 1

ალექსანდრა ელიზაბეთ შიდი (ინგლ. Ally Sheedy დაიბადა 13 ივნისი, 1962, New York City, New York, U.S.) - ამერიკელი მსახიობი და ავტორი. 1983 წელს ფილმში "ცუდი ბიჭები" დებიუტის შემდეგ, იგი ცნობილი გახდა, როგორც Brat Pack ჯგუფის ერთ-ერთი მსახიობი ფილმებში "The Breakfast Club" (1985) და "წმინდა ელმოს ცეცხლი" (1985). მან ასევე ითამაშა "WarGames" (1983) და "Short Circuit" (1986). ლიზა ჩოლოდენკოს "High Art"-ში შესრულებული როლისთვის(1998), შიდიმ მოიგო Independent Spirit Award ქალის საუკეთესო წამყვანი როლისთვის.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრა ელიზაბეტ შიდი ნიუ იორკში 1962 წლის 13 ივნისს დაიბადა. მას ჰყავს ძმა პატრიკი და და მეგანი. დედა - შარლოტა არის მწერალი და პრესის აგენტი, რომელიც მონაწილეობდა ქალთა და სამოქალაქო უფლებების მოძრაობებში[1], ხოლო მამა, ჯონ ჯ. შიდი მანჰეტენის სარეკლამო აღმასრულებელია.[2] შიდის დედა ებრაელია, ხოლო მამა ირლანდური წარმოშობისაა.[3] იგი სწავლობდა Bank Street School-ის ბავშვთა სკოლაში, რასაც მოჰყვა კოლუმბიის გრამატიკისა და მოსამზადებელი სკოლა ნიუ იორკში, რომელიც დაამთავრა 1980 წელს. მან ექვსი წლის ასაკში დაიწყო ცეკვა ამერიკის საბალეტო თეატრში და აპირებდა კიდეც კარიერის გაკეთებას, თუმცა მან ცეკვაზე უარი თქვა მსახიობობის სასარგებლოდ. ამის შემდეგ მსახიობობის სწავლა დაიწყო სამსახიობო მასწავლებელ ჰაროლდ გუსკინთან. 12 წლის ასაკში მან დაწერა წიგნი, ”იგი თაგვებისთვის სასიამოვნო იყო”. წიგნი გამოქვეყნდა McGraw-Hill Education- ის მიერ და გახდა ბესტსელერი. 1975 წლის 19 ივნისს ის გამოჩნდა სათამაშო შოუში, სიმართლე, რომ გითხრათ.[4]

თვრამეტი წლის ასაკში შიდი საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, სადაც ჩაირიცხა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის დრამატულ განყოფილებაში. პარალელურად, შიდიმ დაიწყო თავისი სამსახიობო კარიერა და დაასრულა სამწლიანი კურსები სამსახიობო ფაკულტეტის BFA ხარისხის მისაღებად.

ელი შიდი

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელი შიდიმ მოზარდობიდან დაიწყო ადგილობრივ სასცენო სპექტაკლებში მონაწილეობა. 1981 წელს რამდენიმე სატელევიზიო ფილმში, ასევე სატელევიზიო სერიალ Hill Street Blues- ის სამ ეპიზოდში გამოჩენის შემდეგ, შედგა მისი დებიუტი მხატვრული ფილმებში Bad Boys (1983), შონ პენის მონაწილეობით, სადაც შიდიმ შეასრულა პენის დამცირებული შეყვარებულის როლი. გასული საუკუნის 80-იანი წლები იყო მისი ყველაზე აქტიური პერიოდი. ის თამაშობდა პოპულარულ ფილმებში, როგორიცაა WarGames, The Breakfast Club, St. Elmo's Fire, Short Circuit და Maid to Order. შედის შესთავაზეს ქალის მთავარი როლი Top Gun- ში, სადაც განაცხადა, რომ ტომ კრუზის ნახვა არავის სურს საბრძოლო თვითმფრინავებში.

ელი შიდიმ რადა მიტჩელთან ერთად ითამაშა 1998 წელს დამოუკიდებელ ფილმში High Art, რომელიც იყო ორ ქალთა რომანსა და ხელოვნების ძალაზე. მისი შესრულება Independent Spirit Awards, Los Angeles Film Critics Association და National Society of Film Critics-ის მიერ.

ელი შიდი ასევე გამოჩნდა C.S.I.- ს ეპიზოდში "Leapin 'Lizards", სადაც მან ითამაშა ქალი, რომელმაც რელიგიურ გაერთიანებაში ყოფნის გამო მოკლა მისი მეგობრის ცოლი. 2009 წელს მან ითამაშა მისტერ იანგის როლი აშშ – ს ქსელის სატელევიზიო შოუში Psych (მესამე სეზონის ფინალში), როლი მან კიდევ ერთხელ გაითამაშა მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე სეზონებში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელი შიდი გასული საუკუნის 80-იან წლებში ბონ ჯოვის გიტარისტ რიჩი სამბორას ერთ წელიწადზე ნაკლები დროის განმავლობაში ხვდებოდა. მან Los Angeles Times- ში განაცხადა, რომ ამ ურთიერთობამ მის მიერ ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება მოჰყვა, თუმცა სამბორამ უარყო ეს განცხადება.[5] 1985 წელს შიდი ჩაირიცხა ჰეზელდენის ფონდში და 1990-იან წლებში მკურნალობდა საძილე აბებისადმი დამოკიდებულების გამო,[6] თუმცა ეს გამოცდილება, რომელიც მან მოიპოვა გამოადგა ნარკომანიანი ფოტოგრაფის როლის შესრულებაში.

1992 წლის 12 აპრილს შიდიმ იქორწინა მსახიობ დევიდ ლანსბერზე, მსახიობ ანგელა ლანსბურის ძმისშვილზე და გოდსპელის ორიგინალი პროდიუსერის ედგარ ლანსბერის ვაჟზე. მათ ჰყავთ ვაჟი, ბეკეტი (დაიბადა 1994 წელს). 2008 წელს შიდიმ განაცხადა, რომ მან და ლანსბერიმ შეიტანეს განცხადება განქორწინების შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • She Was Nice to Mice / Paperback – September 1, 1977 / by Alexandra Elizabeth "Ally" Sheedy (Author)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Leibovich, Lori (June 26, 1998). "Heroine Chic". Salon. / San Francisco, California: Salon Media Group. Retrieved October 6, 2018.
  2. "Ally Sheedy Biography (1962–)"
  3. Collins, Glenn (May 27, 1991). "Celebrating a Place Where for So Many The Good Life Began"
  4. "A Young Ally Sheedy on 'To Tell the Truth' in 1975" The Retroist. July 15, 2013. Archived from the original on October 7, 2018. Retrieved October 6, 2018.
  5. Natale, Richard (June 10, 1998). "On the Upswing"[მკვდარი ბმული] Los Angeles Times. Los Angeles, California: Tronc. Retrieved September 1, 2011.
  6. Winters, Laura (June 21, 1998). "Ally Sheedy, Leaver of the Pack"