ელიზა ფარნემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზა ფარნემი
ინგლ. Eliza Farnham[1]
დაბადების თარიღი 17 ნოემბერი, 1815(1815-11-17)[2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი Rensselaerville[6]
გარდაცვალების თარიღი 15 დეკემბერი, 1864(1864-12-15)[2] [3] [5] (49 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი
საქმიანობა რომანისტი[6] , ჟურნალისტი[6] , ესეისტი[6] , ექიმი, მწერალი[7] [8] [1] [9] , ფილანტროპი[1] , ადამიანის უფლებათა დამცველი და suffragist[6]
მოქალაქეობა აშშ[1]
მეუღლე Thomas J. Farnham[6]

ელიზა ფარნემი (ინგლ. Eliza Farnham ; დაბ. ელიზა ვუდსონ ბურკჰემსი (ინგლ. Eliza Woodson Burhans ); დ. 17 ნოემბერი, 1815, რენსელევრილი, ნიუ-იორკი — გ. 15 დეკემბერი, 1864, ნიუ-იორკი) – ამერიკელი ფილანტროპი, მწერალი, ჟურნალისტი, მედიკოსი, ფემინისტი, აბოლიციონისტი და ციხის რეფორმის აქტივისტი.


.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზა ვუდსონ ბურკჰემსი დაიბადა 1815 17 ნოემბერს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ რენსელევრილში. რწმენით ათეისტი იყო. [10]

1835 წელს იგი გადავიდა ილინოისში და იქ ერთი წლის შემდეგ ცოლად გაჰყვა ველური დასავლეთის მკვლევარს, მწერალს და სოციალურ აქტივისტს ტომას ჯეფერსონ ფარნემს (1804–1848); [11] შესაძლოა, სწორედ მეუღლის აქტიურმა სოციალურმა პოზიციამ გაუღვიძა ოცი წლის გოგონას მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული კატეგორიების (მონები, პატიმრები, ქალები და ა.შ.) უფლებების დაცვის სურვილი. 1841 წელს ფარნემი ნიუ-იორკში დაბრუნდა .[12]

თომას ჯეფერსონ ფარნემი — ელიზას მეუღლე

1844 წელს, ჰორასი გრილის და სხვა რეფორმატორების გავლენით, ელიზა სინგ სინგის ციხეში დაინიშნა ქალთა პალატის მატრონად. მტიცედ სჯეროდა, რომ მკურნალობაში ფრენოლოგიის (ფსევდომეცნიერება) გამოყენება დადებით შედეგს მოუტანდა პატიმრებს. ფარნემმა გავლენა მოახდინა პატიმარი ქალებისთვის ხელმისაწვდომი საკითხავი მასალების შეცვლაში. მისი არჩევანის მიზანი იყო არა გართობა, არამედ ქცევის გაუმჯობესება. იგი ასევე მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისას უჭერდა მუსიკისა და სიკეთის გამოყენებას. ფარნემმა შეინარჩუნა მატრონას თანამდებობა 1848 წლამდე. ვინაიდან მისი მეთოდების და რწმენების გამოყენებასთან დაკავშირებით იძულებული გახდა 1948 წელს გადამდგარიყო. [13] შემდეგ იგი გადავიდა ბოსტონში და რამდენიმე თვის განმავლობაში მონაწილეობას ღებულობდა პერკინსის უსინათლოთა სკოლის მართვაში, [11] პარალელურად კითხულობდა ლექციებს, რომლებიც ხელს უწყობდა ქალთა ემანსიპაციის იდეის პროპაგანდას.

1849 წელს იგი ორ ვაჟთან ერთად გადავიდა კალიფორნიაში, სადაც მემკვიდრეობით მიიღო ქონება და იქ დარჩა 1856 წლამდე, სანამ ნიუ-იორკში დაბრუნდებოდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაკავებული იყო მედიცინის შესწავლით და 1859 წელს დააარსა საზოგადოება, რომელიც მფარველობდა ქვეყნის დასავლეთში დასახლებულ მარტოხელა ქალებს. მოგვიანებით იგი კალიფორნიაში დაბრუნდა.

ელიზა ფარნემი გარდაიცვალა ტუბერკულოზის 1864 წლის 15 დეკემბერს ნიუ- იორკში 49 წლის ასაკში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Фарнгам, Элиза // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1902. — Т. XXXV. — С. 320–321.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. FemBio database
  5. 5.0 5.1 Base biographique
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 357.
  7. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  8. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  9. Baym N. Women Writers of the American West, 1833-1927
  10. Knepper, Paul. Writing the History of Crime. London: Bloomsbury Academic, an Imprint of Bloomsbury Plc, 2016. Print. "...like Eliza Farnham: atheist, phrenologist..."
  11. 11.0 11.1 Farnham, Thomas Jefferson // Appletons' Cyclopædia of American Biography (ინგლისური).
  12. Levy J. Unsettling the West: Eliza Farnham and Georgiana Bruce Kirby in Frontier California. Santa Clara University: California Legacy Series, 2004.
  13. Stern M. Heads and Headlines: The Phrenological Fowlers. University of Oklahoma Press: Norman (1971).