ელვირა ნაბიულინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელვირა ნაბიულინა

ელვირა ნაბიულინა (რუს. Эльви́ра Сахипза́довна Набиу́ллина; დ. 29 ოქტომბერი, 1963, უფა, ბაშკირეთის ასსრ, რსფსრ, სსრკ) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე 2013 წლის 24 ივნისიდან. რუსეთის ფედერაციის დასმახურებული ეკონომისტი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1963 წლის 29 ოქტომბერს, უფაში (ბაშკირეთის ასსრ) თათრების ოჯახში. მამამისი, სახიპზადი იყო მძღოლი, ხოლო დედა, ზულეიხა იყო მეაპარატე ადგილობრივ ქარხანაში.

ნაბიულინამ დაამთავრა უფას № 31 სკოლა წარჩინებით, მაგრამ, დარჩა ოქროს მედალის გარეშე.[1]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წელს წარჩინებით დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის „ეკონომისტის“ სპეციალობით. იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1985 წლიდან.

1990 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (ეკონომიკურ სწავლებათა და სახალხო მეურნეობის ისტორიის კათედრა), მოამზადა საკანდიდატო დისერტაცია, მაგრამ აღარ დაიცვა. მისი გამოკვლევის შედეგები ნაწილობრივ გამოქვენდა ოთხი ავტორის ნამუშევარში: „შრომის განკერძოება: ისტორია და თანამედროვეობა (1989)“.

2007 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი. ამერიკის შეერთბულ შტატებში აგრეთვე გაიარა ლიდერობის სწავლების პროგრამა IVLP (International Visitor Leadership Program).

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 22 მაისიდან 2013 წლის 24 ივნისამდე იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხმარე ეკონომიკურ საკითხებში.[2]

2013 წლის 12 მარტს პრეზიდენტმა წამოაყენა მისი კანდიდატურა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პოსტზე.[3]

რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 9 აპრილს სახელმწიფო დუმამ მიიღო გადაწყვეტილება, დაემტკიცებინა ნაბიულინა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარედ 2013 წლის 24 ივნისიდან.[4][5] ელვირა ნაბიულინა გახდა პირველი ქალი, რომელიც დიდი რვიანის ქვეყნის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე გახდა.[6]

2017 წლის 22 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა ელვირა ნაბიულინას კანდიდატურა რუსეთს ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარეობაზე კიდევ ერთ ვადაზე, 2017 წლის 24 ივნისიდან.[7]

შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელვირა ნაბიულინა ცდილობს, თავიდან აიცილოს ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები. ცნობილია, რომ იგი ტრაგედიად მიიჩნევს საბჭოთა კავშირის დაშლას, მაგრამ, მხარს უჭერს ლიბერალურ და საბაზრო ეკონომიკურ მიდგომას. ნაბიულინა აღიარებს, რომ მაღალ თანამდებობზე ყოფნისას მისი შეხედულებების ევოლუცია მოხდა. იგი აღნიშნავს, რომ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ სამართლიანობას, რეგულირებისას მიდგომის თანასწორობას და მთელი ეკონომიკისთვის ზრდისთვის სტაბილური და თანასწორი პირობებისთვის. ნაბიულინა აკრიტიკებს რუსეთის ეკონომიკის 1990-იან წლებში ჩატარებულ რეფორმებს:

ალბათ, ყველაზე დიდი კითხვა, რომელსაც მე საკუთარ თავს ვუსვავ გაიდარისეულ რეფორმებთან დაკავშირებით, არის: უნდა ჩატარებულიყო თუ არა სწრაფი პრივატიზაცია? — კი. საჭირო იყო კერძო მესაკუთრეების კლასის შექმნა. მაგრამ, იმ პრივატიზაციის, რომელიც ჩატარადა, შედეგად, ჩვენ შევქმენით კერძო საკუთრების მიმართ უნდობლობის ატმოსფერო. და აი ეს პრობლემა, უკვე ბევრი-ბევრი წელია რაც მოგვდევს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელვირა ნაბიულინამ იცის ფრანგული და ინგლისური ენები. კარგად ერკვევა ხელოვნებაში, უყვარს კლასიკური მუსიკა, ვერცხლის საუკუნის პოეტები და ფრანგული კინემატოგრაფი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სწავლისას ცოლად გაჰყვა ეკონომიკურ სწავლებათა და სახალხო მეურნეობის ისტორიის კათედრის ლექტორს, იაროსლავ კუზმინოვს, რომელიც მოგვიანებით გახდა ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ რექტორი.

კუზმინოვს და ნაბიულინას ჰყავთ შვილი, ვასილი. დაიბადა 1988 წელს, 2005-2009 წლებში სწავლობდა ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სოციოლოგიის ფაკულტეტზე, 2010 წელს დაამთავრა მანჩესტერის უნივერსიტეტის სოციოლოგიური მაგისტრატურა. ამჟამად არის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ სამეცნიერო თანამშრომელი.

შემოსავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელვირა ნაბიულინას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია 111,2 м²-ის ფართობის ბინა, 70,6 м²-ის ფართობის ბინის ერთი მესამედი და ავტომანქანა Jaguar S-Type. 2010 წელს მისი დეკლარირებული წლიური შემოსავალი იყო 3,6 მილიონი რუბლი, 2011 წელს 3,2 მილიონი რუბლი, 2012 წელს 5,3 მილიონი რუბლი, 2013 წელს 12,2 მილიონი რუბლი, 2014 წელს 21,9 მილიონი რუბლი. მისი მეუღლის, ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ რექტორის, იაროსლავ კუზმინოვის შემოსავალი 2010 წელს იყო 17,2 მილიონი რუბლი, 2013 წელს 20 მილიონი რუბლი, ხოლო 2014 წელს 45,3 მილიონი რუბლი.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Интервью Эльвиры Набиуллиной Первому каналу. — Программа «Познер», 27 января 2014 года.
  2. Указ президента РФ от 21 мая 2012 г. № 674 «О помощнике Президента Российской Федерации»“, «Российская газета» — федеральный выпуск № 5788, 2012-05-23. წაკითხვის თარიღი: 2012-07-23. 
  3. Президент РФ Владимир Путин предлагает на пост председателя Центробанка помощника главы государства Эльвиру Набиуллину“, «РиаНовости», 2013-03-13. წაკითხვის თარიღი: 2013-03-13. 
  4. Постановление Государственной Думы Федерального Собрания Российской Федерации от 9 апреля 2013 года № 1993-6 ГД «О назначении Набиуллиной Эльвиры Сахипзадовны на должность Председателя Центрального банка Российской Федерации» Archived 2013-12-12 საიტზე Wayback Machine.
  5. Госдума одобрила назначение Набиуллиной на пост главы ЦБ“, «РиаНовости», 2013-03-13. წაკითხვის თარიღი: 2013-03-13. 
  6. Кортни Уивер. Насколько податлива путинская банкирша?
  7. http://www.kremlin.ru/acts/news/54091