ელენ ბარკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელენ ბარკინი
Barkin-crop.jpg
ელენ ბარკინი ფილმ „ოუშენის 13 მეგობარი“-ს პრემიერაზე, 2007
დაბადების სახელი ელენ რონა ბარკინი
დაბადების თარიღი 16 აპრილი, 1954 (1954-04-16) (66 წლის)
ბრონქსი, ნიუ-იორკი
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1978-დღემდე
მეუღლე(ები) გაბრიელ ბაირნი (1988-1999),
რონალდ ო. პერელმანი (2000-2006)
შვილ(ებ)ი 2

ელენ რონა ბარკინი (ინგლ. Ellen Barkin; დ. 6 აპრილი, 1954)[1]ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. 1982 წელს მან მის სამსახიობო კარიერაში დიდი ნაბიჯი გადადგა, როდესაც კომედიურ ფილმ „Diner“-ში ბეტის როლი შეასრულა. ამ წლებში იგი გადაღებულ იქნა შემდეგ ფილმებში: „Tender Mercies“ (1983), „ბუკარო ბანზაის თავგადასავალი მერვე განზომილებაში“ (1984), „The Big Easy“ (1987), „სიმპატიური ჯონი“ (1989), „სიყვარულის ზღვა“ (1989).

1991 წელს, ფილმ „შეცვლა“-ში მთავარი როლის მორგებით, მან Golden Globe-ის ნომინაცია „საუკეთესო მსახიობი ქალი“ მოიგო. იგი გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „Trouble man“ (1992), „Into the West“ (1992), „ამ ბიჭის ცხოვრება“ (1993), „ცუდი კომპანია“ (1995), „ველური ბილი“ (1995), „ფანატი“ (1996), „ზაფრა და გულის რევა ლას-ვეგასში“ (1998), „მომაკვდინებლად ლამაზი“ (1999), „დანაშაული და სასჯელი გარეუბანში“ (2000), „უკუღმართი“ (2004), „ენდე მამაკაცს“ (2005), „ოუშენის ცამეტი მეგობარი“ (2007), „ბრუკლინელი პოლიციელები“ (2009), „მეწაღე“ (2014).

1997 წელს, სატელევიზიო ფილმ „Before Women Had Wings“-ში მონაწილეობით, ელენმა Primetime Emmy Award-ი მოიგო. ხოლო, 2011 წელს, სპექტაკლ, „The Normal Heart“-ში დებიუტის შექმნით Tony Award for Best Featured Actress in a Play-ი მოიგო. 2016 წლიდან 2019 წლამდე, იგი სატელვიზიო დრამა სერიალში, „ცხოველთა სამეფოში“ იღებდა მონაწილეობას.

იგი არის შემდეგი ფილმების პროდიუსერი: „წერილები ჯულიეტას“ (2010), „Shit Year“ (2010), „კიდევ ერთი ბედნიერი დღე“ (2011).

ადრინდელი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენ ბარკინი 1954 წლის 16 აპრილს ბრონქსში დაიბადა. ელენი ეველინის (ნი როზინი)[1], საავადამყოფოს ადმინისტრატორის, და სოლ ბარკინის, გამყიდველის ქალიშვილია[2]. მისი ოჯახი ებრაელი[3][4] ემიგრანტები იყვნენ ბელორუსია-პოლონეთის საზღვრიდან.[5]

ბარკინი ნიუ-იორკში ცხოვრობდა, დაამთავრა Parsons-ის საშუალო სკოლა, მას აღებული აქვს „საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი სკოლის“[1] დიპლომი, შემდგომ სწავლა ჰანტერის კოლეჯში გააგრძელა. მას სურდა ესწავლა უძველესი ისტორია. ელენმა სამსახიობო განათლების მიღება ნიუ-იორკში, „მსახიობების სტუდია“-ში დაიწყო. ამერიკული გაზეთზე „Times“ დაყრდნობით, იგი მსახიობობას 10 წლის განმავლობაში სწავლობდა.

პერსონალური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენს ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. არის ჯეკ დანიელის, რომელიც 1989 წელს დაიბადა, და რომი მარიონის (1992) დედა. ელენი და თავისი პირველი მეუღლე, გაბრიელ ბაიერნსი 1993 წელს დაშორდნენ, ხოლო საბოლოოდ, 1999 წელს განქორწინდნენ, თუმცა მათ დღესაც ახლო ურთიერთობა აქვთ.[1] Byrne even attended Barkin's 2000 wedding to multi-billionaire and businessman Ronald Perelman.[6] 2000 წელს იგი ცნობილ ბიზნესმენზე რონალდ პერელმანზე დაქორწინდა, თუმცა 2006 წელს მათი ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა.[7]

ბარკინს ჰაყვს ძმა, სახელად ჯორჯი, რომელიც ადრე „National Lampoon“-ის და „High Times“-ის მთავარი რედაქტორი იყო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Witchel, Alex. “Ellen Barkin Is No Uptown Girl“, The New York Times, April 22, 2011. ციტირების თარიღი: April 24, 2011. „Barkin, who turned 57 on April 16...“ 
  2. He Doesn't Play a Doctor on TV – But Give Him Time“, The Atlanta Journal and The Atlanta Constitution, May 27, 2001. ციტირების თარიღი: September 14, 2010. 
  3. Kempley, Rita. “The Big Time of Ellen Barkin; Acclaimed as an Actress, She's Now Shooting Toward Stardom“, The Washington Post, August 28, 1987. ციტირების თარიღი: March 18, 2008. 
  4. New York Times. (2012-09-25) Ellen Barkin on her 'New Normal' role. SFGate. ციტირების თარიღი: 2012-10-15.
  5. Carl Reiner. Interview by Carl Reiner. June 1, 2007. Retrieved March 29, 2008. Archived December 30, 2008, საიტზე Wayback Machine.
  6. Movie & TV News @ IMDb.com - WENN - 3 July 2000. IMDb. ციტირების თარიღი: 1 May 2016.
  7. Geoffrey “Scotty” Gray. "Tough Love" Archived 2007-06-22 საიტზე Wayback Machine. . New York. March 19, 2006.