ეკატერინე მწითურიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეკატერინე მწითურიძე
Katya Mtsitouridze.jpg
ეკატერინე მწითურიძე
დაბ. თარიღი 10 იანვარი, 1972 (1972-01-10) (47 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ტელეწამყვანი
კინომცოდნე
კინოკრიტიკოსი

ეკატერინე მწითურიძე (რუს. Екатерина Акакиевна Мцитуридзе; დ. 10 იანვარი 1972, თბილისი, საქართველოს სსრ) — რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი, კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი. ჟურნალ „Variety Russia-ის“ მთავარი რედაქტორი. „როსკინოს“ გენერალური დირექტორი 2011 წლიდან. „პირველი არხის“ კინოექსპერტი. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო მედია ფორუმის კონცეფციის ავტორი და გენერალური პროდიუსერი.[1]

არის რუსეთის ფედერაციის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, რუსეთისა და საერთაშორისო ჟურნალისტთა კავშირისა და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის წევრი; რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და კინომცოდნეობის ფაკულტეტი. არის ისტორიულ მეცნიერებათა მაგისტრი. 1994 წლიდან ცხოვრობს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]