ეკატერინე გელცერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეკატერინე გელცერი (დ. 2 ნოემბერი, 1876, მოსკოვი — გ. 12 დეკემბერი, 1962) — რუსი საბჭოთა ბალერინა, რსფსრ-ის სახალხო არტისტი (1925). 1894 წელს დაამთავრა მოსკოვის საბალეტო სკოლა და ჩაირიცხა დიდი თეატრის დასში. 1896-1898 წლებში იყო მარიამის თეატრის მსახიობი. 1898-1935 წლებში მუშაობდა დიდ თეატრში. 1910 წლიდან მართავდა გასტროლებს საზღვარგარეთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]