ეთიოპიური მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თითების პოზიცია ბეგენაზე

ეთიოპიური მუსიკა მრავალფეროვანია. ეთიოპიის ყოველი ეთნიკური ჯგუფი ასოცირდება ამა თუ იმ უნიკალურ ხმოვანებასთან. ტრადიციული მუსიკის სხვადასხვა ფორმები ძირითადად განიცდიან აფრიკის სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით, სომალის ხალხური მუსიკის გავლენას. თუმცა, ეთიოპიურ სასულიერო მუსიკაში არის ქრისტიანული ელემენტებიც. ჩრდილო-აღმოსავლეთ ეთიოპიაში — ვოლოში, წარმოიშვა მუსულმანური მუსიკალური ფორმა მანზუმა. მისი სიმღერები ამჰარულ ენაზე სრულდება. ეს ფორმა გავრცელდა ჰარარსა და ჯიმაშიც, სადაც მას ორომოზე ასრულებენ.

ეთიოპიის მთიან რაიონებში ტრადიციული საერო მუსიკა სრულდება მოხეტიალე მუსიკოსების მიერ, რომელთაც აზმარი ეწოდებათ. ეთიოპიურ საზოგადოებაში მათ როგორც ეჭვით, ასევე პატივისცემით ეპყრობიან.

აღსანიშნავი ეთიოპიელი მუსიკოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]