ეზოსმოძღვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ეზოსმოძღვარი — მეფის სასახლის, სამეურნეო-საფინანსო უწყების გამგებელი ძველი წელთააღრიცხვით უკანასკნელი და ახალი წელთააღრიცხვით პირველი საუკუნეების საქართველოში. დამოწმებულია არმაზის ბილინგვის არამეულ ტექსტში, სადაც ეზოსმოძღვარი „ძლევამოსილად“ იწოდება. ამ ორენოვანი წარწერის ბერძნულ ტექსტში მას შეესატყვისება „ეპიტროპოსი“, რომელიც თავის მხრივ სახლის მმართველს — პროკურატორს ნიშნავდა ძვ. რომში. არმაზის ბილინგვიდან ჩანს, რომ ეზოსმოძღვარის თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო.

ვახუშტი ბატონიშვილი ეზოსმოძღვარს უძველესი პერიოდის საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობილების მნიშვნელოვან მოხელედ წარმოგვიდგენს. ვახუშტის სიტყვით, ეზოსმოძღვარი „ჴელისა იყო: ყოველნი საგანგიონი, მეფისა ხარჯნი და წარსაგებელნი, წესნი და რიგნი დარბაზისა, მეფის ტაბლისა და სანოვაგისა, ანუ სხუათა“[1]. არმაზის ორენოვანი წარწერის, ვახუშტის ცნობისა და სხვა მონაცემების მიხედვით, ეზოსმოძღვარი აერთიანებდა სამხედრო, ფინანსურ და სხვაგვარ ადმინისტრაციულ ფუნქციებს.

თამარის მეორე ისტორიაში მოხსენიებულია ბასილი ეზოსმოძღვარი, რომელიც საეკლესიო მოღვაწე ჩანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970, გვ. 646-648;
  • ყაუხჩიშვილი ს., არმაზში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიი მოამბე“, 1941, № 1—2;
  • წერეთელი გ., არმაზის ბილინგვა, „ენიმკის მოამბე“, 1942, ტ. 13;
  • Шанидзе А. Г., Данные греческо-пехлевийской билингвы из Армази для истории термина ეზოსმოძღვარი эзосмодзгвари в древнегрузинском, იქვე;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. 4, თბ., 1973, გვ. 22