ევრიპტერუსი (ლათ.Eurypterus) — ზღვის მორიელების ნამარხი გვარი გვიანი სილურული პერიოდიდან. ბინადრობდნენ მტკნარი წყლების ფსკერზე, მიახლოებით 420 მილიონი წლის წინ, ტერიტორიაზე, რასაც ახლა შეერთებული შტატები ეწოდება. როგორც ევრიპტერიდების უმეტესობას, Eurypterus-ის სახეობებსაც გააჩნდათ ნემსისებრი, ბასრი კუდი, რაც სავარაუდოდ თავდაცვის დროს გამოიყენებოდა.
Eurypterus lacustris ნაშთი, საფრანგეთის ეროვნული საბუნებისმეტყველო მუზეუმი , პარიზი