ევა კაილი
ევა კაილი | |
---|---|
ბერძ. Εύα Καϊλή | |
დაბადების თარიღი | 26 ოქტომბერი, 1978 (46 წლის) |
დაბადების ადგილი | სალონიკი |
მოქალაქეობა | საბერძნეთი |
განათლება | სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი |
მამა | ალექსანდერ კაილი |
evakaili.gr | |
ევა კაილი (ბერძ. Εύα Καϊλή; დ. 26 ოქტომბერი, 1978) — ბერძენი პოლიტიკოსი და ევროპის პარლამენტის წევრი 2014-2022 წლებში. ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი 2022 წლის 18 იანვრიდან 13 დეკემბრამდე. დააპატიმრეს 2022 წლის დეკემბერში კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით.
ევა კაილი იყო საბერძნეთის პარლამენტის წევრი და ბერძნული ტელეარხის MEGA Channel-ის სატელევიზიო ახალი ამბების წამყვანი.[1][2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში სწავლობდა არქიტექტურასა და სამოქალაქო მშენებლობას, შემდეგ სწავლა გააგრძელა პირეოსის უნივერსიიტეტში, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ევროპულ ურთიერთობებში. 2004-2007 წლებში მუშაობდა ტელეწამყვანად.[3] 2014 წელს, პირეოსის უნივერსიტეტში მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში, თუმცა 2022 წლის მონაცემებით ჯერ კიდევ არ დაუმთავრებია სწავლა.[2]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წელს შეუერთდა სრულიადბერძნული სოციალისტური მოძრაობის (PASOK) ახალგაზრდულ ფრთას. 2001 წელს იგი იყო არქიტექტურის სკოლის სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტი და 2002 წლისთვის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო, რომელიც აირჩიეს სალონიკის საქალაქო საბჭოში.[4]
2007 წელს აირჩიეს საბერძნეთის პარლამენტის წევრად სალონიკის პირველი საარჩევნო ოლქიდან, იყო სხვადასხვა კომიტეტის წევრი. იიგ ხელახლა აირჩიეს 2009 წელს და პარლამენტის წევრი იყო 2012 წლამდე.[2]
2014 წელს აირჩიეს ევროპის პარლამენტის წევრად. 2022 წლის 13 დეკემბერს კორუფციული სკანდალის გამო, ევროპარლამენტმა 625 ხმით, მხარი დაუჭირა კაილის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას.[5][6][7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Εύα Ευδοξία Καϊλή EL. ციტირების თარიღი: 10 December 2022.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Curriculum vitae Eva Kaili (25 April 2022). ციტირების თარიღი: 10 December 2022
- ↑ „Curriculum vitae | Eva KAILI | MEPs | European Parliament“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-12-12.
- ↑ Stamouli, Nektaria (2022-12-13). „The long rise and abrupt fall of Greek MEP Eva Kaili“. Politico Europe (ინგლისური).
- ↑ Camut, Nicolas (13 December 2022). „EU Parliament removes VP status from Eva Kaili“. Politico Europe.
- ↑ „Mutanklagad Kaili bortröstad som vice talman i EU-parlamentet“ [Accused of bribery, Kaili voted out as vice-president of the EU Parliament]. SVT Nyheter. 13 December 2022.
- ↑ Minutes of proceedings (13 December 2022). ციტირების თარიღი: 14 December 2022