ებნ ეზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეზრა.

რაბინ აბრაამ ბენ მეირი ებნ ეზრა (ებრ.: אברהם אֶבּן עזרא ან ראב"ע რაბა, აგრეთვე ცნობილი როგორც აბენ ეზრა) (* 1092 ან 1093, ტოლედო, ესპანეთი - 23 იანვარი 1167. კალაჰორა, ესპანეთი) - ებრაელი პოეტი, ენათმეცნიერი, ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ასტროლოგი და ასტრონომი.

48 წლამდე ცხოვრობდა ესპანეთში. მისი მრავალმხრივი ცოდნის მიუხედავად, ვერცერთის სწორად გამოყენება მან ვერ შესძლო - თითქმის ყოველი მისი წამოწყება წარუმატებლობით მთავრდებოდა, თავად იბნ ეზერაც ღიმილით ამბობდა: მესაფლავე რომ გამოვსულიყავი, ხალხი აღარ მოკვდებოდა-ო. 1140 წლიდან იგი მოგზაურობდა ევროპაში (იტალია, საფრანგეთი, ინგლისი).

იბნ ეზრა ამტკიცებდა, რომ ფიზიკური მეცნიერებები და ასტროლოგია იუდაისტური ცოდნის ნებისმიერი სფეროს საფუძველია. მას ეკუთვნის 50-ზე მეტი ასტროლოგიური ნაშრომი და რიგი ტრაქტატებისა ასტრონომიის, მათემატიკის და თეოლოგიის შესახებ. იბნ ეზრას მხატვრული ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ისინი ბევრ ენაზე ითარგნმა. მისი რამდენიმე ნამუშევარი (მათ შორის "Tractatus de nativitatibus" და "Introductorium in iudicia astrorum") პიეტრო დ'აბანომ ლათინურ ენაზე თარგმნა. იბნ ეზრას მიაწერენ ჰოროსკოპების სახლების ერთ-ერთი სისტემის ავტორობას, რომელიც დღეს რეგიომონტანას სახელითაა ცნობილი. იბნ ეზრას წიგნებმა დიდი გავლენა მოახდინა გვიანი შუასაუკუნეების და აღორძინების ხანის ევროპელ ასტროლოგებზე. თანამედროვე ეპოქაში იბნ ეზრას ასტროლოგიური ნაშრომები პირველად 1939 წელს გამოიცა. იბნ ეზრას პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს "აბენეზრა" დაარქვეს.