დურნუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დურნუკითეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი დურნუკისა და პატარა დურნუკის ძველი სახელწოდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში, როგორც სამეფო სოფელი დურნუკი. სოფლის ტერიტორია დასახლებული ყოფილა წინაფეოდალური ხანიდან. აღმოჩენილია ციკლოპური ტიპის ლოდოვანი და გვიანდელი ანტიკური ხანის სამაროვანი ქვაყუთები, ფეოდალური ხანის ქვაჯვარები, გვიანდელი ფეოდალური ხანის ეკლესია, კერამიკული ნაწარმი. მოგვიანებით დურნუკი ორად გაიყო – დიდ დურნუკად და პატარა დურნუკად. 2014 წლის აღწერით დურნუკის თემში ცხოვრობს 70 ადამიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]